მღვდელ-მონაზონი შიო კორონავირუსით გარდაიცვალა

ტყი­ბუ­ლი­სა და თერ­ჯო­ლის ეპარ­ქი­ის სო­ფელ გო­დოგ­ანის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი შიო (სი­ნა­ტაშ­ვი­ლი)  კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „სა­პატ­რი­არ­ქოს უწყე­ბა­ნი“ ავ­რცე­ლებს.

ტყი­ბუ­ლი­სა და თერ­ჯო­ლოს ეპარ­ქი­ის მე­უ­ფის თა­ნამ­შემ­წის, მთა­ვარ­ხუ­ცე­სი იო­ა­ნე რე­ვიშ­ვი­ლის თქმით, მე­უ­ფეს ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი მსუ­ბუქ­ფორ­მებ­ში ორი კვი­რის წინ აღ­მო­აჩ­ნდა. ის სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­და, კლი­ნი­კა­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და. მას თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც ქონ­და.

“ერთი კვი­რის წინ აღ­მო­აჩ­ნდა სიმპტო­მე­ბი, სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­და, არ იყო მძი­მედ და არც ელო­და გარ­თუ­ლე­ბას. ერთი კვი­რის წინ დამ­ძიმ­და. გა­და­იყ­ვა­ნეს ქუ­თა­ის­ში კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ ვერ მო­ხერ­ხდა გა­დარ­ჩე­ნა. მას დი­ა­ბე­ტიც და ას­თმაც ჰქონ­და და ალ­ბათ, ამან გა­არ­თუ­ლა. 43 წლის იყო” – გა­ნა­ცხა­და იო­ა­ნე რე­ვიშ­ვილ­მა.

კომენტარები

სხვა სიახლეები