მღვდელი გიორგი წეროძე: ვირუსი გვმტრობს და მტრობის შედეგების გასანეიტრალებლად გვაქვს ვაქცინა

“ვაქცინა ვირუსის გავრცელებას სულ მცირე 50%-ით ამცირებს, 60%-ით ნაკლები შანსია დაავადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს”,- ამის შესახებ მღვდელი გიორგი წეროძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვირუსთან ბრძოლაში გამოსავალი ვაქცინაციაა.

“ვირუსი რომ არ გვმტრობდეს ჩვენ უნდა ვიყოთ “ახალ ცასა და ახალ მიწაზე”. ეს რეალობა ჯერ არ დამდგარა. ჯერ ისევ ადამის დაცემის ხანაში ვცხოვრობთ. ღმერთის სასუფეველი ჯერ არ არის გამეფებული. ამიტომ სტიქიები, ვირუსები, ცოცხალი არსებები, მათ შორის ადამიანებიც ერთმანეთს მტრობენ და ამ მტრობის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ. ვირუსი გვმტრობს და მტრობის შედეგების გასანეიტრალებლად გვაქვს ვაქცინა. თუ ვინმეს მიმატება-გამოკლება ეშლება ეგეც გამოსწორებადია, აი რასაც ძნელად ეშველება ეს არის ტყუილი და სიჯიუტე. ვაქცინა ვირუსის გავრცელებას (სხვაზე გადადებას) სულ მცირე 50%-ამცირებს, მერე

60%-ით ნაკლები შანსია დაავადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. და 100%-ს უახლოვდება გარდაცვალებისგან დაცვა, ხომ ადვილი გამოსათვლელია რომ გაცილებით მეტი ადამიანი იქნება ქვეყნებში შრომისუნარიანი, ღმერთისთვის, შემოქმედებისთვის, სიყვარულისთვის მოცლილი? პროცენტი მარტო იმიტომ ხომ არ გვისწავლია დავთვალოთ ესა თუ ის ნივთი ამა და ამ პროცენტით გაიაფებისას ამდენით და ამდენით ნაკლებ ფასად მოგვივაო?”,- წერს სასულიერო პირი.

კომენტარები

სხვა სიახლეები