რთულად დასაჯერებელია, მაგრამ ექიმი სტევენ ჩანგი ამტკიცებს, რომ ეს მარტივი 2-წუთიანი მასაჟი მუცლის პრესის რთულ ვარჯიშებზე მეტად ეფექტურია.
ძველი ჩინელები მასაჟს თვითმკურნალობის მიზნით ჯერ კიდევ 6 000 წლის წინ იყენებდნენ!
ჩანგის მიხედვით, წონის დასაკლებად მნიშვნელოვანია, გაიზარდოს საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის ეფექტურობა. თუკი თქვენ ოდესმე გაგჩენიათ შეკითხვა, რატომ ვერ იკლებთ წონაში მაშინაც კი, როცა საკვების მიღებას ძალიან ამცირებთ – მიზეზი იმაშია, რომ თქვენი საჭმლის გადამამუშავებელი ორგანოები არაეფექტურად ფუნქციონირებს.
ქვემოთ მოცემული 2-წუთიანი თვითმასაჟის მეთოდი ნაზად წმენდს კუჭ-ნაწლავს, რითაც ააქტიურებს გაზარმაცებულ საჭმლის მომნელებელ სისტემას (რომელიც, როგორც წესი, 2 კგ-მდე მასას იტევს) და უსარგებლო ნარჩენებისგან გათავისუფლების შედეგად ცხიმი იწყებს წვას. მასაჟის მეშვეობით მუცლის ირგვლივ ცხიმი სისხლის, ოფლისა და ფეკალიების მეშვეობით გამოდის ორგანიზმიდან.
როგორ უნდა ჩავიტაროთ მუცლის თვითმასაჟი:
1. დაწექით ზურგზე საწოლზე ან იატაკზე. მოიშიშვლეთ მუცელი.
2. ენერგიულად გაიხურეთ ხელები, ერთმანეთზე უსვით 15 წამის განმავლობაში.
3. დაიდეთ ერთი ხელისგული პირდაპირ ჭიპზე და დაიწყეთ ნელა და თანაბრად ჭიპის ირგვლივ მიდამოების დაზელვა. დაიწყეთ პატარა წრეებით, თანდათანობით გაზარდეთ. დაწოლა საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს, თუმცა დისკომფორტი არ უნდა
გამოიწვიოს. სიჩქარე – დაახლოებით 1 წრე წამში.
4. კონცენტრაცია მოახდინეთ სითბოს შეგრძნებაზე, რომელიც შიგნიდან დაგეუფლებათ და რომელიც მთელ მუცელზე გავრცელდება.
5. გააკეთეთ დაახლოებით 40-50 წრე ან დაინიშნეთ საათი – მასაჟი 2 წუთის განმავლობაში უნდა იკეთოთ.
შენიშვნა:
მნიშვნელოვანია, რომ მუცლის მიდამოები თვითმასაჟის დროს თბილი იყოს. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ამას ზამთარში.
უკეთესი შედეგის მისაღწევად მუცლის თვითმასაჟი დღეში ორჯერ – დილას (საუზმემდე) და საღამოს (დაძინებამდე) გაიკეთეთ. ზოგიერთი ადამიანი შესამჩნევ შედეგს უკვე ერთ კვირაში ამჩნევს.
ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში მუცელი ენერგიის ცენტრად ითვლება. ამიტომაც მუცლის მასაჟი არა მხოლოდ ცხიმის მოცილებაში დაგეხმარებათ:
ის ასტიმულირებს შინაგან ორგანოებს;
დააჩქარებს საჭმლის გადამუშავების;
გააძლიერებს სისხლის მიმოქცევას;
განკურნავს კუჭის სხვადასხვა დაავადებას, მოგიხსნით გულისრევას და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს, რომელიც საკვების ზედმეტი მიღებისგან იქნება გამოწვეული.
უსაფრთხოების ზომები: მუცლის თვითმასაჟი არ არის რეკომენდებული ახალნაჭამზე. გარდა ამისა, მისი გაკეთება არ შეიძლება ქალებისთვის ორსულობისას და საშვილოსნოს, შარდის ბუშტის და საკვერცხეების დაავადებების დროს; ასევე, ადამიანებისთვის შემდეგი დაავადებებით: ჰიპერტონიის დროს, ქვების არსებობისას ნაღვლის ბუშტში, თირკმელსა და სადინარებში; თიაქარის დროს; კუჭის ან მსხვილი ნაწლავის წყლულის შემთხვევაში.
წყარო: www.marao.ge