ცნობილმა რუსულმა ჯგუფმა, „მუმი ტროლმა“, უკრაინაში ომის გამო, რომელიც რუსეთმა დაიწყო, პროტესტის ნიშნად მუსიკალური მოღვაწეობა შეწყვიტა. გადაწყვეტილების შესახებ ჯგუფის ოფიციალური „ფეისბუკ„ გვერდიდან ხდება ცნობილი.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, შევწყვიტოთ ჩვენი საკონცერტო საქმიანობა. უკვე 20 წელზე მეტია, ჩვენ ვქმნიდით სიმღერებს, რომლებიც აერთიანებდნენ რუსეთს, უკრაინასა და სხვა ქვეყნებს. მუსიკა შეწყდა… მშვიდობა გვჭირდება ახლა… ჩვენ წვალებისა და ტკივილის შემდეგ კვლავ ახალი ფურცლიდან მოგვიწევს გაგებისა და სიყვარულის ძებნა. შესაძლოა, ეს მუსიკა კვლავ დაგვჭირდეს. არა ომს, მიეცით სამყაროს შანსი“, – წერია მუსიკალური ჯგუფის „ფეისბუკ“ გვერდზე.