მურატ ილდირიმმა ქართველ დედასთან შეხვედრა გაიხსენა

 ყველასთვის საყვარელი და ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი კვლავ საქართველოს სტუმრობს. ამჯერად მსახიობი თურქული რომანტიკული კომედიის „სასურველი საქმროს“ პრემიერისთის ჩამოვიდა. პრემიერამდე მურატ ილდირიმმა კინოთეატრ „რუსთაველში“ პრესკონფერენცია გამართა. მან საქართველოსთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ მას უკვე მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. როდესაც „სიყვარული და სასჯელი“ გადაიცემოდა, მე შევხდი 70 წლის ქართველ ქალს, რომელიც თურქულად მესაუბრა და მითხრა, რომ როდესაც ფილმში მე დედაჩემთან ურთიერთობა დამეძაბა, მას თავის შვილთანაც დაეძაბა ურთიერთობა, ჩემმა გმირმა კი შვილთან შეარიგა. მხოლოდ ამ ისტორიის გამო ღირდა ეს სერიალი“, – აღნიშნა ილდრიმმა. შეგახსენებთ, რომ თურქული რომანტიკული კომედიის „სასურველი საქმროს“ პრემიერა დღეს, 19:30 წუთზე კინოთეატრ „რუსთაველში“ გაიმართება, რომელშიც მთავარ როლს მურატ ილდირიმი ასრულებს. ფილმის პრემიერას თავად მსახიობიც დაესწრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები