მუზეუმს შიშველი დამთვალიერებლები ეწვივნენ (ვიდეო)

კოლუმბიის ქალაქ მედელიენში, პედრო ნელ გომესის სახლ-მუზეუმმა კარი ნუდისტებს გაუღო. მათთვის განკუთვნილი განსაკუთრებული ვიზიტების ორგანიზება მუზეუმის გახსნამდე ან დახურვის შემდეგ ხდება.
მუზეუმის ვიზიტორები აცხადებენ, რომ ამგვარად ისინი ახერხებენ უკეთ გაიცნონ მხატვარი, რომელმაც ბევრი ნამუშევარი შიშველ ნატურას მიუძღვნა.
„როდესაც ჩაცმული ვარ, საშინლად ჩაკეტილი ადამიანი ვხდები. როდესაც ვიხდი, ყველაფერი იცვლება და ეს საგრძნობი ხდება. შიშველი ბევრად უფრო თავისუფლად ვეკონტაქტები ადამიანებს, უცნობებსაც კი. ეს თავად ჩემთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა“, – აცხადებს მუზეუმის ერთ-ერთი შიშველი დამთვალიერებელი.
ტილოებზეც და დარბაზშიც სიშიშვლე სუფევს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აცვია ფეხზე სანდლები.
ასეთ ექსკურსიაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია მედელიენის ნუდისტურ ორგანიზაციაში უნდა გაიარონ. ამ ორგანიზაციაში 800-მდე ადამიანია გაწევრიანებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები