მსუბუქი ფორმა, რომელიც გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ორგანიზმისთვის სახიფათოა – ახალი კვლევა კორონავირუსზე

ახალ კორონავირუსს ახასიათებს მძიმე, მსუბუქი და უსიმპტომო ფორმები, როგორც აღმოჩნდა – არც ბოლო ორი ვარიანტი ყოფილა უპრობლემო საკითხი. როგორც გამომცემლობა „დეილი მეილი“ ბრიტანელი ექსპერტების კვლევაზე დაყრდნობით წერს, კორონავირუსის მსუბუქი ფორმა, რომელიც გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ორგანიზმისთვის სახიფათოა.

კვლევაში 200 ინფიცირებული მონაწილეობდა, შედეგებმა კი აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებმაც ვირუსი ადვილად გადაიტანეს, დაავადების სიმპტომები დიდხანს შეუნარჩუნდათ, ასევე  – დაღლილობაც და ტკივილებიც.

გარდა ამისა, 70%–ს ერთი ან რამდენიმე ორგანო ჰქონდა დაზიანებული. ასევე, კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ, ფილტვების გარდა, გული და პანკრეასი ექცევა.

ამას გარდა, ინფიცირებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი პაციენტები ქოშინს, კუნთების სპაზმებსა და თავის ტკივილს უჩიოდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები