მსოფლიო ხალხთა ყველაზე უცნაური სექს-ტრადიციები

იმ თემასთან, რომელზეც უნდა გესაუბროთ, ქართულ რეალობაში ყველაზე ახლოს ზეპირსიტყვიერების ნიმუში – ანეკდოტი დგას – ძველი და ცნობილი: რამდენიმე წლის წინ დაქვრივებულმა მარომ შვილიშვილს მაშინ შეუსწრო ოთახში, როცა ის ვიდეომაგნიტოფონში თანატოლებთან ერთად პორნოფილმს უყურებდა.
ეკრანს მიჯაჭვულ ბიჭებს ბებოს შემოსვლა არც გაუგიათ. ერთხანს მაროც საკმაოდ გაერთო ფილმის ყურებით და მერე ბიჭებს მისი სინანულით სავსე ხმა მოესმათ: „ეჰ, მიხო, მიხო, შენ რა გითხარი, როგორ ერთ პოზაში ამომხადე სული!..“

ასეა – სექსი მხოლოდ „მისიონერული“ პოზა არ არის და ამაზე მსოფლიოს სხვადასხვა ხალხში სექსთან დაკავშირებული ტრადიციები თუ წეს ჩვეულებებიც მიუთითებენ:

ტიბეტში გოგონა მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლებოდა სასურველ პატარძლად, თუკი მას ათობით პარტნიორი ჰყავდა გამოცვლილი. ქალიშვილები, როგორც ხედავთ, დალაი-ლამას ქვეყანაში „პოპულარობით“ არ სარგებლობდნენ. რაც შეეხება ბრაზილიელებს, ტოპინამბას ტომის მამაკაცები საშინელ რისკზე მიდიოდნენ, რათა თავიანთ რჩეულ ქალბატონებისთვის თავი მოეწონებინათ. საქმე ის არის, რომ გოგონები თავიანთ ღირსად მხოლოდ დიდი ფალოსის მქონე მამაკაცებს თვლიდნენ. ამიტომაც, ვიზიტ–დათვალიერების წინ მამაკაცები თავიანთ სიამაყეზე, არც მეტი, არც ნაკლები, შხამიან გველებს აკრავდნენ, რომელთა კბენის შემდეგაც ასო იმ სტანდარტებს აკმაყოფილებდა, რასაც ტოპინამბას ქალბატონები მკაცრი სახით ითხოვდნენ.

იაპონიასა და კორეაში არსებობდა მეტად საინტერესო მეთოდი, რომელიც მამაკაცებში სექსუალურ მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს ამაღლებდა. აღმოსავლური ტრადიციებისა და სწავლებების თანახმად, იმისთვის, რათა ორგაზმი მამაკაცებში მეტად სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყოს, საზარდულზე ოქროს ნემსით პატარა ნაჩხვლეტია საკმარისი, ამიტომაც ამ რიტუალს სქესობრივი აქტის წინ, უმეტესად ქალები ასრულებდნენ და ოქროს ნემსებიც თან დაჰქონდათ.

რაც შეეხება ინდუსებს, მათი ინტიმური ფანტაზიები ყველაზე გამორჩეული და მრავალფეროვანი გახლავთ. მაგალითად, მათი ტრადიციების მიხედვით, ქალისთვის სრულიად ჩვეულებრივ პროცედურად მიიჩნეოდა ოქროსგან, ვერცხლისგან, რკინისგან, ხისგან ან ხარის რქისგან ჩამოსხმულ–გამოძერწილი მამაკაცის სასქესო ორგანოს გამოყენება და მოწიფულ ასაკში შესვლისთანავე ასეთ საჩუქრებს მათ მშობლები და ახლობლები ჩუქნიდნენ.

საინტერესოდ წარმოადგენდნენ თავიანთ მიმზიდველობას ტანზანიის მცხოვრებნი. ისინი თავს არც ირთავდნენ და არც იტანჯავდნენ. ისინი სასურველ მამაკაცს ძარცვავდნენ და… იპარავდნენ თოხებსა და სანდლებს. ამ ქვეყანაში, აღნიშნულ ნივთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნიათ, ამიტომ მამაკაცებს სურდათ თუ არა, უნდა მოეძებნათ დაკარგული ნივთები და ამ ნივთების საკრალურობიდან გამომდინარე, მათ მოძებნაში ხელს ვერავინ შეუშლიდათ, თუნდაც ისინი ქალის მკერდში ან უფრო ქვემოთ და ღრმად „მოეძებნათ“. ასე რომ, ქალებისთვის თოხის ან სანდლი მოპარვა, ფაქტობრივად, სექსისთვის მამაკაცის პროვოცირება იყო…

ისტორიის თხრობა კი რუსების ერთი ძველი ტრადიციებით დავასრულოთ, რომელიც, მცირეოდენი სახეცვლილებით, ჩვენი „მამების თაობასაც“ მოსწრებია: უძველეს დროში, კამჩატკაზე მცხოვრებ ხალხში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ღამეს, რომელსაც სტუმარი მასპინძლის ცოლთან ერთად ატარებდა. ქალბატონი ყველანაირად ცდილობდა, სტუმრისათვის ესიამოვნებინა. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, თუ ქალი სტუმრისგან დაფეხმძიმდებოდა კიდეც, ეს მთელი სოფლის მოსახლეობის მიერ აღინიშნებოდა, როგორც სასიხარულო მოვლენა. მსგავსი ტრადიციები იშვიათობა არ გახლავთ: ესკიმოსები და ჩუქჩებიც იყენებდნენ თავიანთი ცოლების სილამაზეს კლანების სასარგებლოდ: ისინი ცოლებს ატანდნენ კაცებს, რომლებიც სავაჭროდ მიდიოდნენ, რათა სანაცვლოდ კარგი საქონელი მიეღოთ უკან…

წყარო: http://dainteresdit.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები