მსოფლიო ვარსკვლავების ნაწილი თბილისს დღეს ეწვევა

 

მსოფლიო ვარსკვლავების ნაწილი, რომლებიც 13 სექტემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო გალა-კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას, თბილისს, გამთენიისას, 03:00 საათზე ჩამოფრინდება.

„ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ საქველმოქმედო გალა-კონცერტს 13 სექტემბერს, 21:00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს.

მარათონში მსოფლიო მეგა-ვარსკვლავები: ნინო სურგულაძე, ვუდი ალენის რჩეული, 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, ალბერტო გაძძალე – ბარიტონი, ფრანჩესკა დეგო – ვიოლინო, მაესტრო დანიელე რუსტიონი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების გენერალური სპონსორია – „სოკარი“, ოქროს სპონსორი – „კოკა-კოლა“, სპონსორები – „ფასტ+1“, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, „ლაბელ მედიქალი“, La Belle;

მუდმივი მხარდამჭერია – „თიბისი ბანკი“, მხარდამჭერები კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, biletebi.ge, სარეკლამო კომპანია „ალმა“, „ფავორიტი“, “ევექსი”, ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია Rooms Hotel.

საინფორმაციო მხარდამჭერები – ტელეკომპანია “იმედი”, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“, „ერთსულოვნება“, „მაესტრო“. რადიოები – „ფორტუნა; „აფხაზეთის ხმა“; „დარდიმანდი“; „კომედი რადიო“; „არ დაიდარდო“; ახალი ამბების სააგენტო „Front News”; პორტალი “Xnews”; „პრაიმტაიმი“; ახალი ამბების სააგენტო “acn.ge”; პორტალი „კვირა“, ახალი ამბების სააგენტო „Newposts”, გაზეთი „ახალი თაობა“ და გაზეთი “ქრონიკა +“.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე და ფილარმონიის სალაროებში.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ 2014 წელს დაფუძნდა. ფონდმა 2014 წელს ორი საქველმოქმედო მასშტაბური ღონისძიება გამართა. ღონისძიებებიდან შემოსული თანხით ათეულობით ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა.

R

კომენტარები

სხვა სიახლეები