მსოფლიოში ცნობილი უხვმატყლიანი ცხვარი მოკვდა

ავსტრალიაში მსოფლიოში ყველაზე უხვმატყლიან  ცხვარი სახელად კრისი მოკვდა.  ცხვარი 2015 წელს ველურ ბუნებაში აღმოაჩინეს და მსოფლიოს ყურადღებაც მაშინ მიიპყრო.  როგორც მაშინ ითქვა, ცხვარს იმხელა მატყლი ჰქონდა, რამდენიც 6 წლის განმავლობაში შეიძლება ცხოველს ჰქონდეს. როდესაც კრისი გაკრიჭეს, მას 41.1 კილოგრამამდე მატყლი მოაშორეს, რაც მსოფლიო რეკორდია.

ცხვარი ახალ სამხრეთ უელსში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში ბინადრობდა.  ფერმერის  თქმით,  ცხოველი სიბერის გამო მოკვდა.  ვარაუდობდნენ, რომ კრისი 10 წლის იყო რაც ცხვრისთვის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლიობაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები