მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქალი გარდაიცვალა

ამერიკელი კასკადიორი კიტი ო’ნილი, რომელსაც “მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ქალად” იცნობენ, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Washington Post ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ო’ნილი 2 ნოემბერს ქალაქ იურიკში, პნევმონიით დაიღუპა.
კიტი ო’ნილი პირველი ქალი იყო, რომელიც ჰოლივუდის კასკადიორთა სტუდია Stunts Unlimited-ს შეუერთდა. “მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქალის” სტატუსი მან მაშინ მიიღო, როდესაც სარაკეტო ავტომობილის სიჩქარე – 966 კილომეტრი საათში განავითარა.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრიუკი, რაც მან შეასრულა, ტელესერიალ Wonder Woman-ში იყო, როდესაც ის სასტუმრო “ჰილტონის” სახურავიდან გადმოხტა და დაახლოებით, 39 მეტრი ფართოდ გაშლილი ხელებით იფრინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები