მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური მოდელი და ყოფილი პატიმარი ლონდონში არ შეუშვეს

​ჯერემი მიკსი, ყოფილი პატიმარი, რომელიც ყველაზე სიმპათიურად აღიარეს, ლონდონიდან დაადეპორტეს. 32 წლის ჯერემი მიკსი 2014 წელს ქუჩის ტერორიზმისთვის დააპატიმრეს. 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულმა ჯერემიმ სამოდელო კარიერა დაიწყო, მას ლონდონის დედაქალაქში ჟურნალის გარეკანისთვის სურათები უნდა გადაეღო, თუმცა მესაზღვრემ ის დააკავა, მიუხედავად იმისა, რომ მას სამუშაო ვიზა და საბუთები წესრიგში ჰქონდა, ხოლო მისი მენეჯერი, ჯიმ ჯორდონი და მეუღლე, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, არ შეუფერხებიათ.
როგორც მენეჯერი ამბობს, ჯერემი არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ ქვეყნიდან რამდენიმე საათში დაადეპორტეს. “საბუთების შემოწმებისას, მისი პასპორტი სხვა სექციაში გადადეს. მესაზღვრეებმა არ მისცეს უფლება, ქვეყანაში შემოსულიყო, რაც სამწუხაროა. თვითმფრინავში, უკან დაბრუნებისას, ის პოლიციის ესკორტთან ერთად იმყოფებოდა”, – აცხადებს ჯერემის მენეჯერი.
ჯერემი მიკსმა პირველი ფოტოსესია ბრიტანული ჟურნალის, ”Man About Town“-ისთვის გამართა.

კომენტარები

სხვა სიახლეები