მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო 10 პროდუქტი

ორაგული – აუცილებელია თავის ტვინის,თვალების,სისხლძარღვებისა და კანის ჯანმრთელობისთვის. სასარგებლოა მათთვის,ვისაც ნერვული აშლილობა და დეპრესია აწუხებს.

ნუში – დაგეხმარებათ მუცლის მოშრებაში,ახანგრძლივებს სიცოცხლეს. თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ.

ზეთისხილი – ამცირებს არტერიულ წნევას და ხელს უშლის გულის დაავადებების წარმოქმნას. შეგინარჩუნებთ ახალგაზრდობას.

ავოკადო – შეიცავს ანტი-ასაკობრივ – ც, ე, კ და ბ 6 ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ცხიმებს.

პომიდორი ჩერი – ებრძვის ნაოჭებს. ამცირებს გულის დაავადებების, ინსულტისა და კიბოს განვითარების რისკს.

ბულგარული წიწაკა – მდიდარია ც და ა ვიტამინებით. ა ვიტამინი დაგეხმარებათ ჯანსაღი კანის,კბილებისა და ძვლების შენარჩუნებაში.

სტაფილო – შეგინარჩუნებთ ახალგაზრდა კანს და შესანიშნავ მხედველობას.

მწვანე ბარდა -თუ ბარდას მირთმევას გადაწყვეტთ,იცოდეთ რომ ის აუცილებლად შეამცირებს შაქრის მოხმარების დოზას. თუ არ გიყვართ ბულგარული წიწაკა სალათში, მისი შეცვლა მწვანე ბარდით შეგიძლიათ.

ბროკოლი – ყველაზე დაბალკალორიული პროდუქტი. სასარგებლოა კანისთვის, ფრჩხილებისა და თმისთვის. ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს და თავიდან აგაცილებთ შეშუპებას.

ჭარხალი – აღიარებული როგორც, ჯანსაღი კვების წამყვანი პროდუქტი. მისი რეგულარული მიღება გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას.

 

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები