2017 წლის ყველაზე გავრცელებულ სახელი სოფია გახდა. ამ დასკვნამდე მივიდა საიტის „babynamewizard.com“ შემქმნელი ლაურა უოთენბერგი.
მან გააანალიზა 2017 წელს, 48 სახელმწიფოში დაბადებული გოგონების სახელების მონაცემები და გაარკვია, რომ სწორედ ეს სახელი ლიდერობს რუსეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, სლოვაკეთში, მექსიკაში, ესტონეთში, არგენტინასა და ჩილეში. „მე გამაოგნა იმ ფაქტმა, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა კულტურების მატარებელმა ადამიანებმა, რომლებიც განსხვავებულ ენებზე საუბრობენ, ერთი და იგივე ჟღერადობა ამოარჩიეს”, – განაცხადა უოთენბერგმა.
როგორც ირკვევა, ლაურა უოთენბერგი სახელების ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტია მსოფლიოს მასშტაბით.
ის ადამიანების სახელების კულტურულოგიურ და ეტიმოლოგიურ ასპექტებს იკვლევს და ამ თემაზე არა ერთი ნაშრომი აქვს გამოცემული.
Next Post
სხვა სიახლეები