მსოფლიოში უდიდესი ალმასი აუქციონზე ვერ გაიყიდა

მსოფლიოში ყველაზე დიდი – 1109-კარატიანი დაუმუშავებელი ალმასი ლესედი ლა რონა ლონდონიში სოტბის აუქციონზე ვერ გაიყიდა.
მოსალოდნელი იყო, რომ ჩოგბურთის ბურთის ზომის ქვა 70 მილიონ დოლარად გაიყიდებოდა, თუმცა ფასი 61 მილიონ დოლარს ვერ გადასცდა. ალმასი 2015 წლის ნოემბერში ბოტსვანაში აღმოაჩინეს. ქვეყნის ხელისუფლებას გაყიდული ალმასის შედეგად შემოსული თანხიდან ხაზინაში 60% უნდა გადაერიცხა. თავდაპირველად ქვა 1500 კარატამდე იწონიდა, თუმცა შემდეგ ის ორ ნაწილად დაიმსხვრა.

კომენტარები

სხვა სიახლეები