მსოფლიოს 7 სახიფათო გზა და თუშეთი, რომელიც BBC-მ ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა

BBC-მ ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზები დაასახელა. გამოვლინდა საშიში გზების შვიდეული, რომელშიც თუშეთიც შედის.

1. ნორტ იუნგას როუდი

ყოველწლიურად აქ ტრაგიკულად იღუპება 200-დან 300 ადამიანი, ამიტომ მას „სიკვდილის გზას“ უწოდებენ. ის მიეკუთვნება ყველაზე საშიშ გზებს. მდებარეობს ბოლივიაში. იწყება დედაქალაქ ლა პასიდან, გადადის მთებში ქალაქ კოროიკომდე.

2. ყარაყუმის შოსე

ასფალტის შოსე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია დედამიწაზე. ის 5.5 ათას მეტრზე მდებარეობს. სიგრძით 1300 კმ-ია. ყარაყუმის შოსეს გზა 1986 წელს გაიხსნა.

3. იტალია, ხვეული გზა

გზა, რომელიც სულ 2.7 კილომეტრია სიგრძეში, ერთი შეხედვით, უსაფრთხოა, მაგრამ მკვეთრი მოსახვევების გამო ამ გზაზე უამრავი ავარია ხდება.

4. ჩინეთი, შიჩუან-ტიბეტის გზა

საკმაოდ გრძელი და საშიში გზა, სადაც უამრავი ადამიანია დაღუპული.

5. გრიმზელის გასასვლელი

ერთ-ერთი ყველაზე კლაკნილი მთიანი გზა მსოფლიოში, მდებარეობს შვეიცარიაში, ალპებშია. იწყება 600 მ სიმაღლიდან. უღელტეხილთან მდებარეობს „მკვდარი ტბა“, უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე გრიმზელი და როტერიხსბოდენი. მათ შორისაა რამდენიმე კაშხალი.

6.მაკ მერდო

ყველაზე ყინულოვანი საფარის მქონე გზა, რომლის სიგრძე 1.5 კმ-ია. ის აერთებს ამერიკის ანტარქტიკის სადგურებს მაკ მერდოსა და ამუნდსენ სკოტს. მისი ზედაპირი თოვლითა და ყინულითაა დაფარული, გვერდებზე წითელი ალმებია თვალსაწიერისთვის. მაკ მერდო უსაფრთხო არ არის, იზოლირებულია და მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.

7. თუშეთის გზა

თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზაა ევროპაში, რომელიც BBC-მ ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

წყარო: intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები