მსოფლიოს 10 ყველაზე საოცარი მშენებარე ნაგებობა (ფოტოკოლაჟი)

თანამედროვე არქიტექტურა არარეალურად ფანტასტიკურია და ისწრაფვის იმისკენ, რომ ადამიანი ვარსკვლავებს მიუახლოვდეს. ამ სტატიაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მშენებარე ნაგებობები ნიშნად იმისა, რომ მომავალი უკვე ძალიან ახლოსაა და ის ნამდვილად იქნება გრანდიოზული. განმაცვიფრებელი მასშტაბები თავად იხილეთ!

კოშკები-კობრები

ერთმანეთში გადახლართული ,,კობრები“ გეგმის მიხედვით, ქუვეითში უნდა აღიმართოს. მათი მშენებლობა ჯერ კიდევ 2008 წელს იგეგმებოდა, თუმცა, ფინანსური კრიზისის გამო, პროექტი დროებით ,,გაიყინა’’. განხილვის ერთ-ერთ საკითხს ნაგებობაში ლიფტის არსებობა წარმოადგენდა , რადგან სპირალური დიზაინის გამო, ჩვეულებრივი ლიფტი აქ ვერ ჩამონტაჟდება. ლიფტის ფუნქციონირებისთვის სპეციალისტებმა ივარაუდეს, გამოეყენებინათ ტექნოლოგია, რომელიც პნევმატური ტრუბის პრინციპით, შეკუმშულ ჰაერზე იმუშავებს.

1

სამეფო კოშკი
სამეფო კოშკი, ანუ მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა ,,ბურჯი ხალიფა“, საუდის არაბეთში შენდება და იქნება პირველი შენობა პლანეტაზე, რომლის სიმაღლე კილომეტრს გაუტოლდება. აქ განლაგდება კომფორტული კონდომიუნები, ოფისები, ობსერვატორიები, სასტუმრო Four Seasons და მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტერასა. ცათამბრჯენის აღმართვა ოფიციალურად გასულ წელს დაიწყო, მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს.

2

შანხაის კოშკი
121- სართულიანი შანხაის კოშკის მშენებლობა, ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყო ჩინეთში. სამშენებლო სამუშაოები წლის დასაწყისში დასრულდა და ობიექტზე ახლა მხოლოდ ცალკეული სამუშაოები მიმდინარეობს. ზემოდან გადაღებული კადრის წყალობით, ნაგებობის სრული არეალი მილიონობით ადამიანმა იხილა. ფოტო რუსეთის ორმა მოქალაქემ ფარულად გადაიღო, მაშინ როდესაც გასულ წელს შენობის თავზე უკანონოდ ავიდნენ.

3

დუბაის მარგალიტი
უდიდესი სავაჭრო ცენტრი და ამავდროულად, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა. ერთ დღესაც ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დუბაიში ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის მსგავსი, კომფორტული შენობა უნდა აშენებულიყო. ცნობილია, რომ ,,დახურულ ქალაქში’’ 4 კოშკი იქნება განლაგებული, რომლებიც ერთმანეთთან ზეციური ხიდით იქნება დაკავშირებული. შენობაში განთავსებული პრემიუმ-თეატრი კი, 1800 ადამიანზე იქნება გათვლილი.

4

აგორას დაკიდული ბაღები
Agora Garden-ის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. ეს იქნება ნამდვილი კომპრომისი ბუნებასა და ადამიანის შემოქმედებას შორის. 20 სართულიანი შენობა იქნება მწვანე ყველა ასპექტში: აივნებს ყველა სართულზე ექნებათ ბაღები, ასევე ჩადგმული იქნება მზის გამათბობელი ბატარეები და გადამუშავდება ხელოვნური წვიმის ენერგიაც.

5

World One
117 სართულიანი ცათამბრჯენი “ვორლდ ვანი” გახდება ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლი პლანეტაზე და უდავოდ ყველაზე დიდი შენობა მუმბაიში. 300 კომფორტულ 4 ოთახიან აპარტამენტებში ინდოეთის უმდიდრესი ფენა იცხოვრებს. ოთახების დიზაინი სტუდია ,,Giorgio Armani”-მ დააპროექტა.

6

მეფე აბდალის შესწავლისა და გამოკვლევის ცენტრი
პარამეტრებითა და დიზაინით ამ სიაში ჩამოთვლილთაგან ახლოს მდგომი და არანაკლებია მეფე აბდალის გამოკვლევის ცენტრი, იგივე – KARSARC. საუდის არაბეთში მშენებარე ეს ნაგებობა ბევრად უფრო ჰგავს ბოროტმოქმედების თავშესაფარს ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ისტორიიდან (James Bond Die Another Day), ვიდრე მრავალეროვან ცენტრს. არქიტექტორ ზახი ხადიდის მიერ შექმნილი ფუტურისტული დიზაინის საკულტო გამოგონება, გადაჯაჭვული ექვსკუთხა შენობების ერთობლიობას წარმოადგენს.

7

ჩჟუნან-ცენტრი სუჩჟოუში
ცოტა ხნის წინ ჩინეთში 730 მეტრიანი ცენტრის მშენებლობა დაიწყო და დასრულებამდე მას წინ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. მაგრამ თუ 4,5$ მილიარდი ღირებულების პროექტი გრაფიკის შესაბამისად, 2020 წლისთვის იქნება დასრულებული, ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა ჩინეთში და სიდიდით მესამე მსოფლიოში.

8

Lotte World Tower
სხვებისგან განსხვავებით, სეულში ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი “Lotte World Tower” აშენდება. მისი მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. შენობაში მაღაზიები, ოფისები, აპარტამენტები, სასტუმროები და დიდი გადასახედი აივანი განთავსდება.

9

სამთო კურორტი ,,დავანგი’’
ჩინური სამთო კურორტი “დავანგი” თქვენ 2016 წლიდან გიმასპინძლებთ. 170 მეტრი სიგრძის კურორტში განთავსდება “ყინულის გასართობი სამყარო”, დახურული სათხილამურო კომპლექსი, აკვაპარკი და დაკიდული ბაღები.

10

11

სასტუმრო  “სონჯანგი”
კლდეებსა და ტბებს შორის განთავსებული ეს სასტუმრო, შემდეგია სიის იმ ჩამონათვალში, სადაც დასვენებასა და გართობას არაჩვეულებრივ გარემოში შეძლებთ. ჩინეთში მდებარე ეს მთის კურორტი – დავანგ სონჯანგი, პირდაპირ კლდის ფერდობზე აშენდება, რომლის ფასადზეც იდინებს ჩანჩქერი. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ მოახერხებთ სათანადოდ დატკბეთ ზედა სართულებზე ხედების სილამაზით, შეგიძლიათ ქვემოთ – წყლის ქვეშ მდებარე სართულებზე გადაინაცვლოთ.

12 13

კომენტარები

სხვა სიახლეები