მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო ციხეები (ფოტოკოლაჟი)

 

    მსოფლიოში ყველაზე კომფორტაბელურად ნორვეგიის ხალდენის ციხე ითვლება. ის 2010 წელს უახლესი ტექნოლოგიებით აშენდა, კოლონიას ვერ დაარქმევ ის უფრო სატუმროს ან სანატორიუმს ჰგავს. მაგალითად დაცვა იარაღის გარეშე დადის და ფანჯრები გისოსების გარეშეა. ასევე, ყველა საკანშია საყოფაცხოვრებო ნივთები, ტუალეტი, საშხაპე, მაცივარი. ამის გარდა ყველა პატიმარს აქვს უფლება ისარგებლოს სატრენაჟორო დარბაზით, კომპიუტერული კლუბით და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ხმისჩამწერი სტუდიით, რომელიც ციხეში მდებარეობს.
ყველა პატიმარს ყოველდღიურად ჯიბის ფულისთვის 6 ევროს უხდიან. საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ჰალდენის პატიმრები მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიან სასჯელს. ყველა ციხე სანატორიუმს არ ჰგავს. მაგალითად სანქტ-პეტერბურგის იზოლატორი „კრესტი“ მსოფლიოში ყველაზე ვიწრო ციხედ ითვლება. პროექტის თანახმად აქ სულ 3000 ადამიანის ადგილია, მაგრამ პატიმრების რიცხვი 10000 აღწევს. ასეთ შემთხვევაში თითოეულს 4 მეტრი თავისუფალი სივრცე ეკუთვნის. მსოფლიოში არსებობს ყველაზე პატარა ციხეც გერნსის კუნძულზე, რომელიც 1856 წელს აშენდა, აქ სულ 2 ადამიანი ეტევა და ძირითადად ეს ოთხი კედელი გამოსაფხიზლებელად ფუნქციონირებს.
ახლა კი ყველაზე უჩვეულო ციხეებზე. ამერიკის შტატ ჯორჯიაში მამაკაცების ციხეში კედლები ვარდისფრად არის შეღებილი. ციხის უფროსის თქმით, ვარდისფერი ამშვიდებს და აგრესიას აქვეითებს. დაუჯერებელია, მაგრამ ეს მეთოდი მართლაც მუშაობს და ციხეში კონფლიქტური სიტუაციების რიცხვმა საგრძნობლად დაიწია. ბოლივიაში სან-პედროს ციხე თავისი უჩვეულო წესებით არის განთქმული. იმის გარდა, რომ თითოეული პატიმარი მუშაობს, რომ გადაიხადოს საკნის ქირა, მსჯავრდებულს აქვს უფლება მთელი ოჯახით დასახლდეს საპატიმროში და ზოგჯერ სტუმრებიც მიიღოს. სხვათაშორის, ამით ტურისტები სარგებლობენ, ყოველ წელს ისინი ჩადიან საპატიმროში და ადგილობრივ მაცხოვრებლებზე ატარებენ გამოკითხვას.
ბრაზილიაში არსებობს ციხე, რომელიც თვითონ უზრუნველყოფს ელექტროენერგიას. საქმე იმაშია, რომ ადგილობრივმა უფროსობამ დააყენა ველოტრენაჟორი და მიუერთა დინამო-მანქანას, რომლებიც ამუშავებენ ელექტროენერგიას. 16 დღიანი მუშაობის შემდეგ პატიმრის საჯელის ვადას ერთი დღე აკლდება.
ჩინეთის რამოდენიმე ციხეში კი ბადრაგები პატიმრებს კომპიუტერული თამაშების თამაშს აიძულებენ, პერსონაჟების გაყიდვით სამართალდამცველები უკანონო ფულს შოულობენ.

10799363_785182224873610_1554321610_n 10841445_785182231540276_1822356043_n 10841488_785182234873609_321845799_n 10846631_785182228206943_254564765_n 10859709_785182241540275_408550218_n

კომენტარები

სხვა სიახლეები