ჟურნალმა Forbes-მა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგი შეადგინა, რომლის სათავეშიც ამერიკული Wal-Mart-ის თანამფლობელი ქრისტი უოლტონი მოექცა. პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგში მე-2 ადგილს ფრანგი ლილიან ბეტანკური, ცნობილი კოსმეტკური გიგანტის, L’Oreal-ის ფუძემდებლის ქალიშვილი იკავებს, ხოლო მესამე ადგილი ასევე, Wal-Mart-ის თანამფლობელს, ელის უოლტონს ერგო წილად.
აღსანიშნავია, რომ “ფორბსის” ვერსიით, 2014 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში სულ 172 ქალი მოხვდა. ისინი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების 10%-ს შეადგენენ, ამასთან, სიაში 1645 ადამიანი იყრის თავს. “ფორბსის” პირველ ათეულში 10 ქალი შედის, რომელთა საერთო ქონება 220 მილიონი დოლარია.
გთავაზობთ 10 ყველაზე მდიდარი ქალისსიას:
1. ქრისტი უოლტონი
ქონება: $36,7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Wal-Mart
ქვეყანა: აშშ
2. ლილიან ბეტანკური
ქონება: : $34,5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: L’Oreal
ქვეყანა: საფრანგეთი
3. ელის უოლტონი
ქონება: : $34,3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Wal-Mart
ქვეყანა: აშშ
4. ჟაკლინ მარსი
ქონება: : $34,3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Mars
ქვეყანა: აშშ
5. ჯორჯინა რეინჰარტი
ქონება: $17,7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სამთო მრეწველობა
ქვეყანა:
ავსტრალია
6. სიუზანა კლატენი
ქონება: $17,4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: BMW, ფარმაცეფტიკა
ქვეყანა: გერმანია
7. ებიგეილ ჯონსონი
ქონება: $17,3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ფინანსები (Fidelity Financial Services-ის პრეზიდენტი).
ქვეყანა: აშშ
8. ენ კოქს–ჩემბერსი
ქონება: $15,5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: მედია (მედიაკონცერნ Cox Enterprises მაჟორიტარული აქციონერი).
ქვეყანა: აშშ
9. ლორენ პაუელ ჯობსი
ქონება: $14 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Apple, Disney
ქვეყანა: აშშ
10.ჯოანა კვანდტი
ქონება: : $12,8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: BMW