მსოფლიოს მოქალაქე – Nix Energy (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

Nix Energy, ალბათ, ყველაზე პოზიტიური ადამიანია, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. მისი ცხოვრების საინტერესო სტილი, ოცნებები და მისწრაფებები ნებისმიერ ადამიანს დააინტერესებს. გთავაზობთ ინტერვიუს უნებლიეთ გამხდარ მსოფლიოს მოქალაქესთან.
მოგზაურის პირველი ნაბიჯები…

11692622_1663888127163071_3353549672612117167_nბავშვობიდანვე მაინტერესებდა ჩვენი პლანეტა – სად ვცხოვრობთ, რისთვის გავჩნდით, საიდან მოვედით და ასე შემდეგ…
ყოველთვის გლობალურობის მომხრე ვიყავი და სწავლა მწყუროდა. ჩავთვალე, რომ იმ დროისთვის აქ ყველნაირი რესურსი ამოვწურე და მეტი განვითარება და წინსვლა მჭირდებოდა. მოგზაურობა შემეცნებაა, რადგან მოგზაურობისას უამრავ ექსტრემალურ ვითარებასთან გიწევს გამკლავება. შესაბამისად, ეუფლები უამრავ დარგს, იქნება ეს ფოტოგრაფია, ჟურნალისტიკა, მედიცინა თუ სხვა.
პირველად მალაიზიაში წავედი. თუმცა, პირველი 83 ქვეყანა ისე მოვიარე, რომ სურათიც კი არ გადამიღია. მერე დავიწყე სურათების გადაღება, მერე დავარქვი თავს მოგზაური და ასე შემდეგ. ახლა უკვე ფილმებს ვიღებ სხვადასხვა ქვეყნის შესახებ.

მოგზაურობის „მუღამი“…

12036780_1692802360938314_8617075959037117088_nროდესაც პირველი 50 ქვეყანა მოვიარე, დედამიწა ძალიან პატარა მომეჩვენა, სახალისოა ასეთი ფიქრი, რადგან, რაც უფრო მეტად უღრმავდები შეძენილ ცოდნას, უფრო მეტი კითხვა იბადება. შეიძლება ითქვას, რომ დედამიწა ამოუწურავიც კია. ჩვენ კი ამ სამყაროსთან ერთიანობაში ვართ, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია: მზე, მთვარე, წყალი, მიწა, ვარსკვლავი…
მოგზაურობისას სხვანაირი კონტაქტი გაქვს სამყაროსთან. ცოდნის მიღებასა და შემდეგში საკუთარ თავზე ბევრი ექსპერიმენტის მოსინჯვას აქვს „მუღამი“. რას გაუძლებ, როგორ გაუმკლავდები პრობლემებს ახლობლებისა და ნათესავების, ენის, ცოდნისა თუ ფინანსების გარეშე. ერთი თვე შეიძლება ისე გაიყვანო, მნიშვნელოვანი არაფერი მოხდეს შენს ცხოვრებაში, მოგზაურობისას კი თითოეული დღე გამოწვევაა საკუთარ თავთან.

პოზიტივი…

11825889_1669712199913997_3534516911896275024_nსანამ საქართველოდან წავიდოდი, უამრავი რამით ვიყავი დაკავებული. მარტივად რომ ვთქვათ, თავი უკვე დამკვიდრებული მქონდა. საინტერესო ხალხს იცნობ და ისინიც გიცნობენ. სხვა ქვეყნებში კი ეს მომაკლდა. იქ არავის აინტერესებდა ჩემი „კაი ტიპობა“ და ეს, რატომღაც, მიხაროდა. თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, სიხარული რისგან იყო გამოწვეული, შემდეგ კი მივხვდი, რომ ხალხის ღიმილი დადებით განწყობასა და ენერგეტიკას ქმნიდა ჩემ ირგვლივ. საქართველოში დაბრუნებულს ხალხი ძალიან დაფიქრებული და დაღვრემილი სახეებით დამხვდა. სალაპარაკო თემა კი მუდამ პრობლემები იყო. ეს ატმოსფერო მორალურად უკან მხევდა. რატომ?! რა დავაშავეთ?! რატომ არ უნდა გავუღიმოთ ერთმანეთს… ამიტომაც ვცდილობ, გარშემომყოფი ხალხი დადებითად განვაწყო, მათთან ერთად ყოფნა რომ გვიხაროდეს. მსურს მეტი ნათელი ფერები და ღიმილიანი სახეები გამოჩნდეს ქუჩებში. აღარ დაემსგავსება მძღოლი მძაფრსიუჟეტიანი ფილმიდან გადმომხტარ პერსონაჟს, სერიოზული სახით რომ ემსახურება ჩამოსულ ტურისტებს… პირიქით, გაუღიმე, მეტი ხალისი დაანახე, სხვასაც შეაყვარე შენი ქალაქი… სიტყვები შეცვლის აურას და სიკეთისკენ წავა ეს ქვეყანა.
უზარმაზარი კულტურის მქონე ხალხი ვართ და არ ვიყენებთ ჩვენს რესურსებს. შესაძლოა, სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს საქართველოს, თუმცა ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია. ხალხში უნდა გაჯდეს ოპტიმიზმი. მუდმივ კრიტიკას უნდა შევეშვათ. პირიქით, დადებითად დამუხტე დამწყები რეჟისორი თუ სხვა ვინმე, რათა სტიმული ჰქონდეს უკეთესის კეთების. ერთმანეთის ჩაძირვით კი არაფერი გამოვა.

მოგზაურობა და ფული…

12003361_1691288484423035_5128301400390963682_nსაჭიროა იცოდე, რისთვის გინდა წასვლა და მოგზაურობა სახეტიალოდ, დროის გასატარებლად, სხვა ქვეყნების კულტურის გასაცნობად თუ სხვა… წასვლის დიდი სურვილის შემთხვევაში ფულზე ლაპარაკი ზედმეტია. ადამიანს თუ რაღაც სურს, ის იმას აუცილებლად გააკეთებს. მაგალითად, მინდა სტამბოლის ნახვა და მაქვს ფული, გადავფრინდები, ვნახავ და უკან გადმოვფრინდები. თვითმფრინავის ფული თუ არ მაქვს, ავტობუსით წავალ… თუ ავტობუსსაც ვერ შევწვდი, მოვიკიდებ ზურგჩანთას და ფეხით წავალ. სურვილს დიდი ძალა აქვს, თუმცა ადამიანის ცხოვრების სტილსაც გააჩნია. შეიძლება რაღაც უნდოდეს, მაგრამ სახლში ჯდომის მეტს არაფერს აკეთებდეს.
ოცნება იბადება გონებიდან, ეს ოცნება უნდა გადააქციო მიზნად, ამ მიზნის მისაღწევად უნდა ამოირჩიო ერთი გზა და სვლა პატარა ნაბიჯებით დაიწყო. „მე რომ ფული მქონდეს…“ – ეს ფრაზა უნდა დაივიწყო, რადგან თავად ქმნი საკუთარ ბედს.

მსოფლიო მოქალაქეობა…

12064495_612462578894182_648139061_n
არც ვიცოდი, თუ არსებობდა ისეთი რამ, რასაც მსოფლიოს მოქალაქეობა ჰქვია. უამრავი ვიზისა და ბევრი ფრენის შემდეგ, 2012 წელს, დუბაიში გამოჩდა ერთი პიროვნება, რომელმაც მითხრა ასეთი საბუთის შესახებ. მის ასაღებად მომიწია გარკვეული საბუთების მოგროვება და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება. 2013 წელს მომცეს ეს პასპორტიც, რომელიც დავკარგე მოგზაურობისას და 3 თვის წინ აღვადგინე.

თავისუფლება…

11887861_1678443222374228_3269051698522515873_nყველა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია სამყაროც და თავისუფლებაც. ვიღაცისთვის ცხოვრება ტანჯვაა, ვიღაცისთვის კი – ბედნიერება. ჩემთვის ბევრს ნიშნავს ის, რომ ვარსებობ და ვაზროვნებ. აქ ძალიან აწუხებთ სხვისი აზრი თავიანთ გადადგმულ ნაბიჯებზე. ბავშობიდანვე ექსცენტრული ვიყავი. ზოგი გიჟს მეძახდა, ზოგიც კიდევ – მეოცნებეს, მაგრამ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ჩემს ოცნებებს ვასრულებდი და პესიმისტი კრიტიკოსები თავად ოცდებოდნენ. ადამიანმა შინაგანი სიძლიერე უნდა გამოიჩინოს, სხვის კრიტიკას რომ გაუძლო, თუმცა ძლიერ ადამიანს ხშირად ხელს უშლიან სუსტი ადამიანები. ვერ დავიჯერებ, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ვინმეზე ნაკლები ან მეტია. სხვადასხვა საკითხში ყველანი საუკეთესოები ვართ, მთავარი საკუთარი თავის პოვნაა.

სამომავლოდ…

ამ ეტაპზე ნანახმა 121-მა ქვეყანამ უფრო გააღვივა ჩემში მოგზაურობის სურვილი. ვგეგმავ, რომ ფილმებით, ვიდეოებითა და ტელეგადაცემებით სხვასაც ვუბიძგო მოგზაურობისკენ.

ელემენტარულად საქართველოზე დაკვირვებით ხვდები, თუ რაოდენ უსაზღვრო შეიძლება იყოს ჩვენი დედამიწა თავისი მრავალფეროვანი რელიეფით, უამრავი ჯურის ხალხითა და მათი კულტურით. ამიტომ მსურს, ერთად ვიაროთ, რათა ბევრს დავანახვო, რომ არ არის აუცილებელი, იყო მილიონერი, მოგზაურობა რომ შეძლო.

ლექსო მიგრიაული

https://www.youtube.com/watch?v=19ERpoqxmUw&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=u8FqOhsbl-8

17771_1653008371584380_1532173438423519080_n 10440290_1617932648425286_8845119703298263100_n 10687060_1632473220304562_9132548190611273694_n 11037630_1617262575158960_8292310971495037368_n 11071133_1625582204326997_130367513239748258_n 11217516_1675882662630284_3786912855905119994_n 11217676_1686077798277437_2814102346932090678_n 11350556_1650950781790139_7619336060620005007_n 12009648_1692517597633457_3425919626368079081_n 12019905_1693488704203013_5628640145659715461_n კ

კომენტარები

სხვა სიახლეები