მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების 6 მუზეუმი, რომლებიც არქიტექტურითაც გვაოცებს

მაშინ, როდესაც უცხო ქვეყააში ვმგზავრობთ, აუცილებლად ვსტუმრობთ ქვეყნის თუ ქალაქის მუზეუმს და ამ გზით ვეცნობით ქვეყნის კულტურას.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების 6 მუზეუმს, რომელიც არა მხოლოდ სულიერად გვავსებს, არამედ არქიტექტურითაც გვაოცებს

1. გერმანიის ქალაქ ნოისში მდებარე მუზეუმი – Stiftung Insel Hombroich, 1987 წელს კოლექციონერის კარლ-გენრიჰ მიულერის მიერ იქნა გახსნილი.

2. იტალია, კრონპლაცი – Messner Mountain Museum – რომლის შექმნილია ალპინისტის რაიჰოლდ მესნერის მიერ, რომელმაც ევერესტი, ჟანგბადის ბალონის გამოყენების გარეშე დაიპყრო. მუზეუმი ზღვის დონიდან 2275 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

3. ფინეთი, ჰელსინკი – Kiasma. მუზეუმი ფინეთის ეროვნული გალერეის პატრონაჟით არსებობს. მის ძირითად კონცეფციას ფინეთის თანამედროვე ხელოვნების წარმოდგენა წარმოადგენს, ამასთან ყურადღება ექცევა ასკეტიზმსა და მინიმალიზმზე.

4.ნიდერლანდები, ამსტერდამი – Stedelijk Museum – მუზეუმში წარმოდგენილია თანამედროვე ხელოვნების ყველაზე უახლესი ობიექტები, ასევე ნაკლებად ცნობილი მხატვრები და ქანდაკებები.

5. ესპანეთი, ბარსელონა – Museo de Arte Contemporáneo de Barcelona -შექმნილია ამერიკელი რიჩარდ მაიერის მიერ, ცდილობდა რაციონალიზმის შენარჩუნებას, თუმცა არც იმას ივიწყებდა, რომ მუზეუმი თანამედროვე ხელოვნებას წარმოაჩენს.

6.ბრაზილია, ნიტეროი – Museu de Arte Contemporânea de Niterói – არქიტექტორია ბრაზილიელი სპეციალისტი ოსკარ ნიმეიერი, ის მდებარეობს კლდეზე, საიდანაც იშლება რიო-დე-ჟანეიროს შესანიშნავი ხედი. შენობაში განთავსებულია ცნობილი თანამედროვე ფოტოგრაფების ნამუშევრები, ასევე ბრაზილიელი მხატვრების მრავალრიცხოვანი შედევრები.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები