მსოფლიოს ეკრანებზე მალე ცნობილი ამერიკული მელოდრამისა და კომედიის – „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი, მესამე ნაწილი გამოვა, რომელსაც „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“ ერქმევა. მსოფლიოს პრემიერა აპრილში შედგება. მანამდე კი მისი ტრილერის ნახვა შეგიძლიათ. მხიარული ფუმფულას თაყვანისმცემლებისთვის უკვე ცნობილია, რომ ფილმს ახალი გმირი, მისი ბავშვი ემატება, თუმცა ახალ ნაწილიში კიდევ ბევრი ინტრიგაა. ფილმს ტრადიციულად ბრიჯიტ ჯონსის ხმა გასდევს. მთავარი გმირი თავის განცდებსა და გრძნობებზე გვიამბობს. ფილმის მთავარი გმირი მესამე ნაწილში კვლავ მარტოა. მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებს ყოფილ შეყვარებულებთან და მთელ დროს სამსახურსა და სპორტდარბაზში ატარებს. ის ახალ ნაწილში ტელევიზიის თანამშრომლად, ახალი ამბების პროდიუსერად გვევლინება. ისღა დაგვრჩენია, პრემიერას დაველოდოთ და მხიარული ფუმფულას თავგადასავლებს თვალი ვადევნოთ.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=j9JhYYLqpQ4[/youtube]