მსახიობი სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში” ნიუ–იორკის გუბერნატორობისთვის იბრძოლებს

„მე მიყვარს ნიუ–იორკი და დღეს გუბერნატორის პოსტზე ჩემს კანდიდატურას ვაყენებ“–დაწერა მსახიობმა სინტია ნიქსონმა თავის „ტვიტერში“. ნიქსონი პოპულარულ ამერიკულ სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ ერთ–ერთ მთავარ როლს ასრულებს.
ცოტა ხნით ადრე, ნიქსონის გუბერნატორის კანდიდატურის შესაძლო დაყენების თაობაზე, გავლენიანი გაზეთი „Wall Street Journal“-ი წერდა. გამოცემის ინფორმაციით, მირანდას როლის 51 წლის შემსრულებელს, შესაძლოა, ლიბერალურმა ძალებმა დაუჭირონ მხარი. 2013 წელს ის მუშაობდა, ახლანდელი მერის, ბილ დე ბლაზიოს წინასაარჩევნო შტაბში. ნიქსონი ლგბტ თემის წარმომადგენელია და 2012 წელს ის ქრისტინა მარონინიზე დაქორწინდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები