მსახიობი კრისტენ სტიუარტი Chanel-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა (ფოტოკოლაჟი)

ამერიკელი მსახიობი კრისტენ სტიუარტი მოდის სახლის Chanel – Paris in Rome Métiers d’Art Chanel ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა. კამპანიის ფარგლებში სტიუარტმა ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მსახიობს გამომწვევი სამოსი აცვია. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოსესია კუტიურიე კარლ ლაგერფელდმა თავად ჩაატარა. მისთვის კრისტენი – ქალის იდეალური გამოვლინებაა, რომელიც Chanel-ის თანამედროვე კონცეფციას შეესაბამება, – წერს უცხოური მედია.
არსებული მონაცემებით, ეს ფოტოსესია მოდის სახლთან რიგით მეხუთე თანამშრომლობაა. ცნობილია ასევე, რომ კოლექცია იტალიურ კინემატოგრაფს ეძღვნება.
13022466_1166639970042906_396604292_n 13023645_1166639963376240_95466063_n 13020221_1166639973376239_566761812_n 13020394_1166639966709573_793216792_n

კომენტარები

სხვა სიახლეები