რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა ახალშობილი შვილის გაყიდვას ცდილობდა. ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება.
ქალი მოსკოვში მცხოვრებ პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით პოლიცია მოკვლევას აწარმოებს.
როგორც ირკვევა, გამომძიებლები დაუყოვნებლივ მივიდნენ ბინაში, სადაც ჩვილის გაყიდვაში მხილებული ქალი შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ადმინისტრაციულ საქალაქო უწყებებთან ერთად, მათ საცხოვრებელი პირობები შეამოწმეს და დაადგინეს, რომ პირობები, რომლებშიც ექვსი მცირეწლოვანი ცხოვრობს, დამაკმაყოფილებელია. ყველა ბავშვის მიმართ სასამართლო და სამედიცინო ექსპერტიზებია დანიშნული.
ამ დროისთვის, ჩვილის გაყიდვის მოტივისა და ინციდენტის გარემოებების დადგენა მიმდინარეობს.
სხვა სიახლეები