მოყინულ გზაზე გადაადგილების 10 რჩევა – ეს უნდა იცოდეთ!

აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში ბოლო 3 დღის განმავლობაში მოსული თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზებსა და თბილისის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება გართულდა.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია მძღოლებს მოყინულ გზებზე მანქანით გადაადგილებისას გასათვალისწინებელ 10 რჩევას აძლევს.

1. სრულად გაასუფთავეთ ავტომობილი თოვლისგან (მათ შორის სახურავი);
2. შეამოწმეთ საბურავების წნევა და დაუშვით 0.5 ატმოსფეროთი (ყველა უნდა იყოს ერთ ნიშნულზე);
3. მოერიდეთ ყოველგვარ მკვეთრ მოქმედებას;
4. დაიცავით სამჯერ მეტი დისტანცია;
5. მუხრუჭის დროს ABS-ის ჩართვის შემთხვევაში არ აუშვათ მუხრუჭის სატერფულს (პედალს) ფეხი;
6. აკონტროლეთ უკან მომავალი მანქანის დისტანცია;
7. დაუთმეთ გზა ცენტრალურ ქუჩაზე გამომავალ მანქანებს (მისი საფარი უფრო მოყინულია );
8. დაღმართზე არ აკრიფოთ ინერცია;
9. თუ მოგისრიალდათ გახსოვდეთ, რომ საბურავი ყოველთვის უნდა იყოს მიმართული იმ მხარეს საითაც გინდა, რომ წავიდეს მანქანა;
10. თუ არ გიყენიათ თოვლის საბურავი თავი შეიკავე მანქანით გადაადგილებისგან.

პ.ს

M+S არ არის მოყინული გზის საბურავი თუ არ აწერია winter ან არ ახატია თოვლის ფიფქი
გისურვებთ უსაფრთხო მართვას!“, – წერია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის რეკომენდაციებში.
საავტომობილო სპორტის ფედერაცია.

კომენტარები

სხვა სიახლეები