მეტროსადგურ “დიდუბეში” მგზავრების დიდი რაოდენობის გამო შეფერხებაა. სიტუაციის ამსახველი ვიდეომასალა “კვირას +”-ს ადგილიდან გამოუგზავნეს.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, კონკრეტული მიზეზი არ ფიქსირდება და მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
პრობლემა, სავარაუდოდ, პიკი საათის გამო მგზავრების რაოდენობამ გამოიწვია.