“მოულოდნელობების დღეა” – მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს:

“მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:00-დან 22:23 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოულოდნელობების დღეა. მაღალია, მოტყუების, შეცდომაში შეყვანის და ძარცვის ალბათობა. არაა გამორიცხული მოჭარბებულმა გრძნობებმა ურთიერთსაპირისპირო ემოციები გაოიწვიოს. შემდეგი სამი დღის განმავლობაში განსაკუთრებით მანდილოსნებს გაუჭირდებათ ემოციების მართვა, რასაც აუცილებლად უნდა გაუწიონ ანგარიში მამაკაცებმა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო შედეგს გამოიღებს შემოქმედებითი და ინტელექტუალური მუშაობა, ძველ მეგობრებთან ურთიერთობის აღდგენა და  ახალი ნაცნობობების შეძენა. პოზიტიური დღეა ქორწინებისა და საიყვარულო თავგადასავლებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლს, კომპიუტერული ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად და მკურნალობის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ცისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, აქვამარინი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს, მორიელს და თხის რქას”

კომენტარები

სხვა სიახლეები