მოტყუებული ქართველი ემიგრანტის ისტორია – “ტა­ლა­ხი­ა­ნი თი­თე­ბით მა­კა­რონ­სა და ბრინჯს ვჭამ­დით”

ერ­თად ჩა­მოს­ვ­ლა აკ­რ­ძა­ლუ­ლი აქვთ, რად­გან მათ ჩხუბს ვერ ვი­ტან

ემიგ­რან­ტო­ბა იოლი სუ­ლაც არ არის. თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც სამ­შობ­ლო და­ტო­ვა და თა­ვის სარ­ჩე­ნად უცხო­ეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, თა­ვი­სი სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვი აქვს მო­სა­ყო­ლი. თა­ვი­დან ყვე­ლას უჭირს, შემ­დეგ ალ­ღოს უღე­ბენ და იქა­ურ პი­რო­ბებს ეგუ­ე­ბი­ან.
რუ­სუ­დან კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი სა­ნამ ვე­ნა­ში მოხ­ვ­დე­ბო­და, ჯერ “სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მ­ში” მოხ­ვ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ში­ში­სა და როზ­გის ქვეშ უწევ­და მო­ნუ­რი შრო­მა. თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა.
– ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ­დი. ქმარ­მა და მის­მა ოჯახ­მა არ გა­მი­მარ­თ­ლა. რომ შე­ვიტყ­ვე, ტყუპ­ზე ვი­ყა­ვი ფეხ­მ­ძი­მედ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ დე­დამ­თი­ლი მეჩხუ­ბა – რა­ტომ გყავს ტყუ­პი, რო­გორ ვარ­ჩი­ნო­თო. ვხვდე­ბო­დი, რომ ად­რე თუ გვი­ან, ოჯა­ხის დან­გ­რე­ვა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და. მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ დიპ­ლო­მი ვე­რა­ფერ­ში გა­მო­ვი­ყე­ნე. ვქსოვ­დი, ვკე­რავ­დი, ნამ­ცხ­ვ­რებს ვაცხობ­დი და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 500 დო­ლა­რი მო­ვაგ­რო­ვე. ამის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი ქმრის­გან და ერ­თი ოთა­ხი ვი­გი­რა­ვე, რაც მე და ჩემს შვი­ლებს ცალ­კე ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემ­და.
მა­შინ ბი­ჭე­ბი 8-წლი­სა­ნი იყ­ვ­ნენ. მარ­ტო ვზრდი­დი 2 შვილს, 4 ად­გილ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ თა­ვი ძლივს გაგ­ვ­ქონ­და. იმ პე­რი­ოდ­ში და­იწყო სა­მუ­შაო ვი­ზე­ბი ლიტ­ვა­ში. მითხ­რეს, რომ 6-თვი­ა­ნი ვი­ზა და ხელ­ფა­სი 1.200 ევ­რო მექ­ნე­ბო­და. გა­მი­ხარ­და, ვი­ფიქ­რე, – 6 თვით წა­ვალ, ცო­ტა ფულს მო­ვაგ­რო­ვებ და ჩა­მო­ვალ-მეთ­ქი.
რო­გორც შემ­პირ­დ­ნენ, ყვა­ვი­ლე­ბის ფაბ­რი­კა­ში უნ­და მე­მუ­შა­ვა. მე ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია მქონ­და და ვი­ფიქ­რე, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­საც ავი­მაღ­ლებ­დი. დავ­სა­ხე გეგ­მე­ბი: ჰო­ლან­დი­ას­თან ახ­ლო­საა ლიტ­ვა და კონ­ტ­რაქტს გა­ვა­ფორ­მებ, თან ვნა­ხავ, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ, რა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და რომ ჩა­მო­ვალ, ყვა­ვი­ლე­ბის მა­გარ სა­ლონს გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. ად­გილ­ზე ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე აღ­მოჩ­ნ­და, რომ ყ­ვე­ლა­ფე­რი ბლე­ფი იყო.
– კი, მაგ­რამ რო­გორ ენ­დეთ?
– იცით, აქე­დან 18 ადა­მი­ა­ნი წა­ვე­დით. ჩვენ­თან ერ­თად მო­დი­ო­და გო­გო, რო­მე­ლიც იმის ახ­ლო ნა­თე­სა­ვი იყო, ვინც ლიტ­ვა­ში გაგ­ვიშ­ვა. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ თა­ვი­სი­ანს ასეთ პი­რო­ბებ­ში გა­უშ­ვებ­და? შე­საძ­ლოა, არც იყო ნა­თე­სა­ვი და ჩვე­ნი ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად მოგ­ვაჩ­ვე­ნა ასე.
ად­გილ­ზე რომ ჩა­ვე­დით, თვით­მ­ფ­რი­ნავ­თან დაგ­ვ­ხ­ვ­დ­ნენ, ჩაგ­ვ­სვეს ავ­ტო­ბუს­ში და 2 სა­ა­თის მე­რე მი­ვე­დით რო­მე­ლი­ღაც სო­ფელ­ში, სა­დაც დაგ­ვ­ხ­ვ­და ძვე­ლი, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის, ერ­თ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ფაბ­რი­კა თუ ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც ამათ ჰქონ­დათ გა­და­კე­თე­ბუ­ლი. იმა­ვე ეზო­ში იდ­გა მე­ო­რე შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მუ­შე­ბის საცხოვ­რე­ბე­ლი იყო. იქ მიგ­ვიყ­ვა­ნეს, გვითხ­რეს, რომ კონ­ტ­რაქ­ტ­ში შეც­დო­მა იყო და 1.200 ევ­როს მა­გივ­რად ავი­ღებ­დით 1.200 ლიტს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 200 ევ­რო იყო. თი­თო ოთახ­ში 8 ადა­მი­ანს გვე­ძი­ნა და ამა­ში 120 ევ­როს გვიქ­ვი­თავ­დ­ნენ. ხელ­ფა­სი­დან გვრჩე­ბო­და 80 ევ­რო, რი­თაც თა­ვი უნ­და გაგ­ვე­ტა­ნა.

– დარ­ჩით და უკან წა­მოს­ვ­ლა არ გიც­დი­ათ?
– რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ვა­ლად აღე­ბულ 2.500 დო­ლარს რო­გორ გა­და­ვიხ­დი­დი? წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უკან ნაშ­რომ-ნა­წა­მე­ბი, თან “უკა­პი­კოდ” ბრუნ­დე­ბი. მე ის ვერ გავ­თ­ვა­ლე, რომ თუ ამ­ხე­ლა ხელ­ფა­სი იყო, რა­საც გვპირ­დე­ბოდ­ნენ, თვი­თონ ლიტ­ვე­ლე­ბი რა­ტომ არ მი­დი­ოდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ? თა­ნაც, ჩვე­ნი ვი­ზით მხო­ლოდ იმ ად­გი­ლას გვქონ­და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა და ასე უც­ბად ვერ დავ­ტო­ვებ­დი იქა­უ­რო­ბას. დრო მჭირ­დე­ბო­და, რა­მე რომ მო­მე­ფიქ­რე­ბი­ნა. ჩვე­ნი უფ­რო­სი იყო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, მსუ­ქა­ნი ქა­ლი. სამ­ხედ­რო ფორ­მით, მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი ჩექ­მით და “დუ­ბინ­კით” და­დი­ო­და. ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო და ყვე­ლა­ფერს აზან­ზა­რებ­და. ნაც­ნო­ბე­ბი ჰყავ­და მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში, მი­ნის­ტ­რებ­თან მე­გობ­რობ­და და დი­დი გავ­ლე­ნაც ჰქონ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი შე­ეძ­ლო. ყველ­გან მოგ­ძებ­ნი­და.

– რა სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­დით? მარ­თ­ლა ყვა­ვი­ლე­ბის ფაბ­რი­კა­ში მოხ­ვ­დით თუ ეგეც ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნ­და?
– თა­ვი­დან ნაძ­ვის ტო­ტე­ბის­გან მოწ­ნულ გვირ­გ­ვი­ნებს გვა­კე­თე­ბი­ნებ­დ­ნენ. საკ­მა­ოდ მძი­მე საქ­მე იყო. ჩაგ­ვაც­ვეს რე­ზი­ნის ჩექ­მე­ბი, მოგ­ვ­ცეს სპეც­ტან­საც­მე­ლი და სი­ცი­ვე­სა და ყინ­ვა­ში ხე­ლით ვაწყობ­დით. დი­ლის 6 სა­ა­თი­დან ღა­მის 11 სა­ა­თამ­დე, 14-15 სა­ა­თი ვმუ­შა­ობ­დით. ერ­თი თვე ასე გვა­მუ­შა­ვეს, შემ­დეგ წაგ­ვიყ­ვა­ნეს ტყე­ში და გვითხ­რეს, რომ ხავ­სი უნ­და მოგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა. ისე ახ­ლოს ვი­ყა­ვით სხვა ქვეყ­ნის საზღ­ვარ­თან, რომ მე­საზღ­ვ­რე­ე­ბი ძაღ­ლე­ბით რომ და­დი­ოდ­ნენ, ვხე­დავ­დით. ხავ­სი ისე ჩუ­მად უნ­და მოგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა, რომ არა­ვის და­ვე­ნა­ხეთ და თუ გან­გა­ში ატყ­დე­ბო­და და სი­რე­ნე­ბის ხმას გა­ვი­გო­ნებ­დით, ბუჩ­ქებ­ში უნ­და ჩავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვით. ისე­თი კო­ღო­ე­ბი დაფ­რი­ნავ­დ­ნენ, თუ და­გაჯ­დე­ბო­და, ვე­ღარ აიწიწ­კ­ნი­დი და თუ გიკ­ბენ­და, ვე­ღარც აც­რა გიშ­ვე­ლი­და და ვე­ღარც ექი­მი. თა­ნაც, ჭა­ო­ბი­ა­ნი ად­გი­ლი იყო და 2-3 ადა­მი­ა­ნი ერ­თად დავ­დი­ო­დით, რომ შემ­თხ­ვე­ვით თუ ვინ­მე ჭა­ობ­ში ჩა­ვარ­დე­ბო­და, ამოგ­ვეყ­ვა­ნა. ხელ­ფა­სი­დან დარ­ჩე­ნილ 80 ევ­როს მთე­ლი თვე რო­გორ ვი­ზო­გავ­დით, ამის გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და. კვი­რა­ში ერ­თხელ მივ­დი­ო­დით მა­ღა­ზი­ა­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სამ­ყო­ფე­ლი­დან 4 კი­ლო­მეტ­რ­ზე იყო და ფე­ხით გვი­წევ­და წას­ვ­ლა. შე­ვი­დო­დით მა­ღა­ზი­ა­ში და ეგ­რე­ვე გავ­რ­ბო­დით იმ კა­ლა­თის­კენ, სა­დაც ვა­და­გა­სუ­ლი, ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი იყო ჩაწყო­ბი­ლი. რამ­დენ­ჯერ გვი­ყი­დია ძაღ­ლე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ძვლე­ბი და სუ­პი მოგ­ვი­ხარ­შავს, წვნი­ა­ნი რომ გვე­ჭა­მა. ძი­რი­თა­დად, ბრინ­ჯ­სა და მა­კა­რონ­ზე ვი­ყა­ვით. ახ­ლა მე­ცი­ნე­ბა იმა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან რომ წა­ვე­დი, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბი და გა­მო­სას­ვ­ლე­ლი კა­ბე­ბიც კი წა­ვი­ღე, რის გა­მოც ყვე­ლა დამ­ცი­ნო­და. 7 თვე ვი­ყა­ვი იქ. გვითხ­რეს, რომ 6 თვის მე­რე გაგ­ვი­კე­თებ­დ­ნენ 1-წლი­ან ბა­რათს, ევ­რო­პა­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბით. სა­ში­ნელ დეპ­რე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი. იქ გაც­ნო­ბილ­მა გო­გო­ნამ გა­მო­მიყ­ვა­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ზოგ­მა ვერ გა­უძ­ლო ამ ყვე­ლა­ფერს და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­ეწყო. გზებ­ზე ას­ფალტს რომ აგებ­დ­ნენ და გვერ­დით მინ­დო­რი იყო ფოცხით და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი, იმა­ზეც კი გვა­მუ­შა­ვებ­დ­ნენ. შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი ტა­ლა­ხი­ა­ნი თი­თე­ბით მა­კა­რონ­სა და ბრინჯს ვჭამ­დით და ობო­ბებ­სა და თაგ­ვებ­ში გვე­ძი­ნა. ფაქ­ტობ­რი­ვად სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში ვი­ყა­ვით: არ გვქონ­და იმ სო­ფელ­ში მცხოვ­რებ ხალ­ხ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბა. ვე­რა­ვის და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ყველ­გან დაც­ვა დაგ­ვ­ყ­ვე­ბო­და. ერ­თ­მა­ნეთს ვერ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით, რად­გან სა­დამ­ს­მე­ნო სის­ტე­მა ჰქონ­დათ და ჩვენ შო­რის მყო­ფე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ას­მენ­დ­ნენ. 18 ქარ­თ­ვე­ლი ვი­ყა­ვით, ჩვენ­თან ერ­თად იყ­ვ­ნენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც. სულ 28 ადა­მი­ა­ნი ვცხოვ­რობ­დით და ვმუ­შა­ობ­დით, მათ­გან ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი დამ­ს­მე­ნი იყო და ვერც გა­არ­კ­ვევ­დი, ვინ ვინ იყო. ქარ­თ­ვე­ლე­ბი­და­ნაც 10 დამ­ს­მე­ნი იყო და რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მოვ­თ­ვა­ლეთ. დარ­ჩე­ნილ­მა 8 ადა­მი­ან­მა და­ვიწყეთ ფიქ­რი, რო­გორ გავ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვით იქი­დან.
– მგო­ნია, რომ “სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მის” ში­ნა­არსს მიყ­ვე­ბით.
– მთე­ლი 2 თვე ვად­გენ­დით გაქ­ცე­ვის გეგ­მას. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ზუს­ტად და­ვად­გი­ნეთ, რომ ლამ­პი­ო­ნე­ბი ქუ­ჩა­ში 3-ის ნა­ხევ­რი­დან 4-მდე ქრე­ბო­და. ასე­ვე და­ვად­გი­ნეთ, რო­დის იძი­ნებ­დ­ნენ ძაღ­ლე­ბი. და­ვუ­კავ­შირ­დი კლა­ი­პე­და­ში ჩე­მი მე­გო­ბა­რი გო­გოს ბი­ძაშ­ვილს და იმან გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა ტაქ­სი, რად­გან ჩვენ ამას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დით. და­ნიშ­ნულ დროს მო­ვი­და ტაქ­სი ჩამ­ქ­რა­ლი ფა­რე­ბით, ლო­გი­ნებ­ში ჩა­ვაწ­ვი­ნეთ ფი­ტუ­ლე­ბი და 4 ადა­მი­ა­ნი გა­ვი­პა­რეთ. ძაღ­ლებ­მა ატე­ხეს ყე­ფა, ძლივს გა­მო­ვას­წა­რით. ტაქ­სი იქი­და­ნაც ჩამ­ქ­რა­ლი ფა­რე­ბით გა­მო­ვი­და და ავა­რი­აც მოგ­ვი­ვი­და – ხეს და­ვე­ჯა­ხეთ, მაგ­რამ გა­დავ­რ­ჩით და გზა გან­ვაგ­რ­ძეთ. ჯერ კლა­ი­პე­და­ში ჩა­ვე­დით, იქი­დან – ევ­რო­პა­ში. მარ­თა­ლია, ჩვე­ნი “ნად­ზო­რი” ქა­ლი, რო­მე­ლიც “დუ­ბინ­კით” და­დი­ო­და, დაგ­ვე­მუქ­რა, – გაქ­ცე­ვას თუ გა­ბე­დავთ, მა­ინც და­გი­ჭერთ და ლიტ­ვის ცი­ხე­ში ჩა­გალ­პობ­თო, მაგ­რამ მა­ინც გავ­რის­კეთ და გა­ა­მარ­თ­ლა. ვე­ნე­ცი­ა­ში ახ­ლო­ბე­ლი გვე­ლო­და და იქ დავ­რ­ჩით. 5 თვის მე­რე კი ვე­ნა­ში ჩა­ვე­დი და დღემ­დე იქ ვცხოვ­რობ.

– რო­გორ გაგ­რ­ძელ­და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში?
– ად­რე მძი­მე სა­მუ­შაო მქონ­და, ბევრს ვმუ­შა­ობ­დი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მყო­ფი შვი­ლე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბა რომ მი­მე­ცა. ყო­ველ­თ­ვე რომ ფუ­ლის გაგ­ზავ­ნა გი­წევს ოჯახ­ში, იმი­ტომ, რომ იარ­სე­ბო­ნ, ეს ძა­ლი­ან დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ერ­თი პე­რი­ო­დი იმ­დენ საქ­მეს ვა­კე­თებ­დი, ახ­ლა თა­ვა­დაც მიკ­ვირს, რო­გორ ვა­ხერ­ხებ­დი. ერთ ოჯახ­ში ვი­ყა­ვი დამ­ლა­გე­ბე­ლი, მზა­რე­უ­ლი, ძი­ძა, მძღო­ლი, ბო­ლოს სტუმ­რე­ბი რომ მო­ვი­დოდ­ნენ და იქე­ი­ფებ­დ­ნენ, მთვრალ სტუმ­რებ­საც ვა­რი­გებ­დი სახ­ლებ­ში. რეს­ტო­რან­შიც ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ახ­ლა ოლი­გარ­ქის ოჯახ­ში მზა­რე­უ­ლი ვარ. ეს ოჯა­ხი ჯანმრთელ კვე­ბას მის­დევს და მეც მათ ყა­ი­და­ზე გა­და­ვე­დი. მა­ი­ო­ნეზს, ტო­მატს, და­კონ­სერ­ვე­ბულს არა­ფერს იყე­ნე­ბენ, საკ­მა­ოდ ბევ­რი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ჰყავთ. 12 სა­ათ­ზე მივ­დი­ვარ და 5-6 სა­ათ­ზე უკ­ვე შინ ვარ. შა­ბათ-კვი­რას ვის­ვე­ნებ. ასე­თი წყნა­რი, სტა­ბი­ლუ­რი და გემ­რი­ე­ლი სამ­სა­ხუ­რი დი­დი ხა­ნია, არ მქო­ნია და ამ ყვე­ლაფ­რით ვტკბე­ბი. იყო დრო, დი­ლით სახლს ვა­ლა­გებ­დი, მე­რე – მა­ღა­ზი­ას, ოფისს, სა­ღა­მოს რეს­ტო­რან­შიც ვმუ­შა­ობ­დი. შინ გვი­ან მი­სუ­ლი ნამ­ცხ­ვ­რის ბის­კ­ვი­ტებს ვაცხობ­დი, დი­ლით სამ­სა­ხურ­ში წას­ვ­ლამ­დე ვკრე­მავ­დი და მა­ღა­ზი­ებ­ში ვა­ბა­რებ­დი. ამ ყვე­ლა­ფერს ბავ­შ­ვე­ბის გა­მო ვა­კე­თებ­დი. რო­ცა წა­მო­ი­ზარ­დ­ნენ, მა­თი ჩემ­თან წა­მოყ­ვა­ნა მინ­დო­და. ახ­ლა უკ­ვე შე­მიძ­ლია მშვი­დად ვი­ყო. ჩე­მი შვი­ლე­ბი აქ არი­ან, მე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მათ­ზე უკ­ვე აღარ მაქვს.

– ვი­ცი, რომ სამ­კა­უ­ლებს აკე­თებთ და თბი­ლის­ში გა­მო­ფე­ნაც გქონ­დათ.
– თა­ვი­დან ჩემ­თ­ვის ვა­კე­თებ­დი და ვა­ტა­რებ­დი. აზარ­ტ­ში შე­ვე­დი და ნივ­თე­ბიც და­მიგ­როვ­და. ვე­ნა­ში ქარ­თუ­ლი დღე­ე­ბი ჩა­ტარ­და და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. რომ ვნა­ხე, ნივ­თე­ბი გა­ი­ყი­და და მოს­წონ­დათ, მე­რე უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუ­დე­ქი ამ საქ­მეს. სა­დაც ვმუ­შა­ობ, ის საქ­მე ჩე­მი მო­წო­დე­ბა არ არის, ის თა­ვის რჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაა, სამ­კა­უ­ლე­ბის კე­თე­ბა კი სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. ბა­ტო­ნი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ბე­ლა ალა­ნია ჩა­მო­დი­ო­და ხში­რად ვე­ნა­ში, შეკ­რებ­და ქარ­თ­ვე­ლებს და ყა­ვა­სა და ჩა­ის­თან ერ­თად ვსა­უბ­რობ­დით ხოლ­მე. იქ გაჩ­ნ­და იდეა, რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა ჩე­მი ნივ­თე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ცო­ტა ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო ისე­თი ქვე­ყა­ნაა, ან მი­გი­ღებს, ან არ მი­გი­ღებს. ევ­რო­პე­ლე­ბი უფ­რო ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი არი­ან, გა­გი­ღი­მე­ბენ, რომც არ მო­ე­წო­ნოთ. ქარ­თ­ვე­ლე­ბი კი უფ­რო მკაც­რე­ბი და მომ­თხოვ­ნე­ბი. მათ თა­ვი უნ­და მო­ა­წო­ნო. ეს გა­მო­ფე­ნა ჩე­მი პირ­ვე­ლი გად­მოდ­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია სა­ქარ­თ­ვე­ლოს­კენ. სა­ა­ხალ­წ­ლოდ უკ­ვე და­ჯავ­შ­ნი­ლი გვაქვს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დარ­ბა­ზი, სა­დაც ჩე­მი გა­მო­ფე­ნა კვლავ მო­ეწყო­ბა. ამ გა­მო­ფე­ნის­თ­ვის ვა­პი­რებ სრუ­ლი­ად ახა­ლი კო­ლექ­ცი­ი­სა და ახა­ლი ხა­ზის გა­კე­თე­ბას. და­ახ­ლო­ე­ბით 500-600 ექ­ს­პო­ნა­ტი მექ­ნე­ბა და ორი­გი­ნა­ლუ­რა­დაც წარ­ვუდ­გენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

– შვი­ლე­ბიც თქვენ­თან ჩა­იყ­ვა­ნეთ?
– დი­ახ. ისი­ნი მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მათ­თ­ვის პერ­ს­პექ­ტი­ვა არ არ­სე­ბობ­და. მე­ო­რეც, ჩე­მი შვი­ლე­ბი პა­ტა­რა­ო­ბი­დან გრძე­ლი თმი­თა და სა­ყუ­რით და­დი­ოდ­ნენ და სულ ჩხუ­ბი ჰქონ­დათ სხვა ბი­ჭებ­თან. ხომ იცით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა სხვი­სი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. თა­ვი­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლის გა­მო სულ ჩხუ­ბი მოს­დი­ო­დათ და და­სის­ხ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი მო­დი­ო­დნენ შინ. ქარ­თუ­ლი, ვაჟ­კა­ცუ­რი ბუ­ნე­ბა აქვთ და ზედ­მე­ტის თქმას არა­ვის აპა­ტი­ებ­დ­ნენ. ჩხუ­ბიც ამი­ტომ მოს­დი­ო­დათ. ახ­ლა ლა­იფ­ციგ­ში ცხოვ­რო­ბენ, ორი­ვე სხვენ­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ ცალ-ცალ­კე, რად­გან და­ბა­დე­ბი­დან გა­მუდ­მე­ბით ჩხუ­ბო­ბენ, თუმ­ცა, ლა­შა და გი­ორ­გი ერ­თ­მა­ნე­თის გა­რე­შეც ვერ ძლე­ბენ. მე კი მუ­დამ მე­ნატ­რე­ბი­ან. 3 თვე­ში ერ­თხელ ვნა­ხუ­ლობ და ერ­თად ჩა­მოს­ვ­ლა აკ­რ­ძა­ლუ­ლი აქვთ, რად­გან მათ ჩხუბს ვერ ვი­ტან. სხვა­თა შო­რის, კარ­გი მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან. ჰყავთ ჯგუ­ფი, თვი­თონ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტა­ლის­ტე­ბი არი­ან, არ მღე­რი­ან, მაგ­რამ მუ­სი­კას წე­რენ, ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბენ კონ­ცერ­ტე­ბით და წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბიც არი­ან. მათ კონ­ცერ­ტებს აქა­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი აშუ­ქე­ბენ, გა­ზე­თებ­ში ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი იბეჭ­დე­ბა. ეს კი ნიშ­ნავს, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არი­ან.

– ოჯა­ხიც შექ­მე­ნით მე­ო­რედ…
– 44 წლის ასაკ­ში ვი­პო­ვე სიყ­ვა­რუ­ლი და მივ­ხ­ვ­დი, რომ არა­სო­დეს არის გვი­ან. ყო­ველ­თ­ვის მქონ­და იმე­დი, რომ გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და პრინ­ცი, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და და ასეც მოხ­და. მე­უბ­ნე­ბი­ან, არა­ნორ­მა­ლუ­რი ხარ, ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობ და ისევ ქარ­თ­ველს რა­ტომ გაჰ­ყე­ვიო? რა ვქნა, ვერ ვე­გუ­ე­ბი ევ­რო­პელ მა­მა­კა­ცებს, არც წყა­ლი არი­ან და არც ღვი­ნო. ჩემს მე­უღ­ლეს, შო­თა ქავ­თა­რა­ძეს ჰყავს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა – ნი­ნი­კო, რო­მე­ლიც მა­მა­მისს სულ ენატ­რე­ბა… ის სტუ­დენ­ტია და ხში­რად გვსტუმ­რობს.

წყარო:http://gza.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები