“მოსწავლეები გვეხუმრებიან – ახლა დაგჭირდათ, ონლაინ რომ ვიყოთ მასწავლებელო, კარგია ინტერნეტიო?” – ლადო აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ლადო აფხაზავას თქმით, კორონავირუსის შედეგად დამდგარი მოცემულობა მოსწავლებისა და მასწავლებლებითვის ციფრულის საუკუნის გამოწვევაა, რომელსაც თავს ერთობლივად ართმევენ. pia.ge ლადო აფხაზავას ესაუბრა:

“აღფრთოვანებული ვარ “ტელესკოლით”. ძალიან მაგარი პროექტია. ძალიან ბევრი ადამიანი არ ელოდებოდა მის ასეთ წარმატებას, მაგრამ უკვე წარმატებლია, რადგან ბევრი მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი ჩაერთო მასში. როგოც ხედავთ, ციფრული საუკუნეში ვართ და კორონავირუსმა ონლაინგაკვეთილებისთვის მზაობის აუცლებლობა დაგვანახა. ეს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის სამომავლო გამოწვევაა და ერთად ვიძენთ იმ კომპეტენციას, რაც მომავალში, ციფრულ საუკუნეში დაგვჭირდება. მოსწავლეები მასწავებლებს გვეხუმრებიან კიდეც – ახლა დაგჭირდათ, ონლაინ რომ ვიყოთ მასწავლებელო, ახლა კარგია ინტერნეტი? მიხარია, რომ მოსწავლეები გამოგვყვნენ ამ პროცესში. საყოველთაო კარანტინის პერიოდი არა თუ უმოქმედობის, არამედ პირიქით – მოქმედებისა და ორგანიზებულობის დროა. ცოტა დავაგვიანეთ კიდევაც, მაგრამ ვფიქრობ, დავეწევით ამ პროცესებს”, – განაცხადა აფხაზავამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დისტანცირებულად სწავლების პროცესში მოსწავლეებისთვის გუნდური მუშაობის უნარჩვევბის გამომუშავება ძნელია, მათ ინტერნეტის შედარებით ნაყოფიერად გამოყენება დაიწყეს.

“რა თქმა უნდა, მასაც აქვს თვისი მინუსი. შეიძლება, ამ მეთოდით მოსწავლემ მიიღოს ცოდნა, მისცე სამუშაო და დაგიბრუნოს შესრულებული დავალება, მაგრამ ონლაინგაკვეთილებით ძნელია იმ უნარჩვევბის გამომუშავება, რაც ადამიანებს ურთიერთობისთვის, გუნდური მუშაობისა და ჯგუფური სამშაობის შესასრულებლად სჭირდებათ. რაც შეეხება დადებით მხარეებს – მოსწავლეები ონლაინგაკვეთილებმა ინტერნეტის სწორი გამოყენების გზაზე დააყენა. ინტერნეტში გამოყენებული დროის დიდი ნაწილი უკვე განათლების მიმართულებით იხარჯება”, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.

წყარო: pia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები