შურისძიება ღალატის გამო – მოსკოვში ცოლმა ქმარს უჩივლა, თითქოს უკრაინის ჯარში აპირებდა წასვლას

3 მარტს 46 წლის ქალმა პოლიციაში დარეკა ოტრადოეს რაიონში და განაცხადა, რომ მისი 51 წლის მეუღლე სახელმწიფო ღალატის ჩადენას გეგმავდა – უკრაინულ ჯარში წასვლას. პოლიციელებმა შემოწმება დაიწყეს.

როგორც აღმოჩნდა, ქმარმა ცოლს უღალატა, მან ამის შესახებ გაიგო, განრისხდა და შურისძიება ასეთი ხერხით გადაწყვიტა.

რამდენიმე დღეში ქალი დამშვიდდა, გამოიტანა განცხადება პოლიციიდან და დაარწმუნა ისინი, რომ მისი საყვარელი მეუღლე რუსეთის და პუტინის მომხრეა.

კომენტარები

სხვა სიახლეები