„მოსკოვში გამართულ „თბილისობაზე“ კონვერტით აიღე ჰონორარი“ – დაპირისპირება ბადურაშვილსა და გაბედავას შორის

სოციალურ ქსელ ფეისბუქში უფლებადამცველი გიორგი გაბედავა და მომღერალი ნინო ბადურაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
გიორგი გაბედავა გადაცემა „პრაიმშოუში“ გამართულ დისკუსიას გამოეხმაურა, რომელიც მოსკოვში მოღვაწე ქართველ მომღერლებს ეხებოდა.
„ნინი ვუყურებდი გადაცემას და მეცინებოდა, ჩემგან 5 მეტრის მოშორებით იდექი მოსკოვში გამართულ თბილისობაზე, და ისიც მახსოვს კონვერტით როგორ აიღე ჰონორარი, ეს მაშინ არ იყო სამშობლოს ღალატი და სოსო პავლიაშვილი 7 ათას კაცს რომ აყენებს ფეხზე როცა “სამშობლოს” მღერის ეს ღალატია?“, – მიმართა ბადურაშვილს გიორგი გაბედავა.
ნინო ბადურაშვილმა გაბედავას შემდეგნაირად უპასუხა:
„აი როდის ავიღე კონვერტით ჰონორარი გთხოვთ მითხრათ, თქვენ ხართ ძალიან სასაცილო თან ბოროტიც ყოფილხართ და მატყუარაც ყველაფერ უბედურებასთან ერთად“, – დაწერა ბადურაშვილმა.
გაბედავამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ჰონორარი ბევრმა აიღო.
„მარტო შენ არა ნინი, ბევრმა აიღო და ეს ჩვეულებრივი ამავია, უბრალოდ სხვისკენ თითის გაშვერა მაგარი სირცხვილია, როცა შენ იმის ნახევარი არ გაქვს გაკეთებული რაც სოსო პავლიაშვილს აქვს, ფსოუს წყალზე სიმღერა, როდესაც წინა დღეს ქართველთა სისხლი დაიღვარა, ეგ უფრო მგონია ქართველობის ღალატი, ვიდრე ფეხზე ამდგარი 7 ათასი ოკუპანტი“, -მიმართა ბადურაშვილს გაბედავამ, საპასუხოდ ბადურაშვილმა აღნიშნა, რომ „ფსოუს წყალი“ ომამდე იყო“
გაბედავამ მას შემდეგი კომენტარით უპასუხა, „ფსოუს წყალი 26 მაისს იყო, იქ სადაც ქართველები მოკლეს და სახურავზე შემოალაგეს, დენმა დაარტყათო“.

კომენტარები

სხვა სიახლეები