მოსკოვის მეტროში სექსის გამო ახალგაზრდა ქალს ჯარიმის გადახდა მოუწევს

 

ახალგაზრდა გოგონას, რომელიც თავის „ბოიფრენდთან“ ერთად მოსკოვის მეტროს სამსახურებრივ ხაზზე სექსით დაკავდა, 25 ათასი რუსული რუბლის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
შემთხვევა გასული წლის ბოლოს მოხდა. მოსკოველმა „ექსტრემალმა“ ანდრეიმ, მეგობარ გოგონასთან ერთად, მოსკოვის მეტროს დახურულ ქსელში შეაღწია. ისინი ე.წ. ტექნიკურ გვირაბში შევიდნენ და იქ სექსით დაკავდნენ, ხოლო ამის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გამოაქვეყნეს.
ამჟამად ანდრეი, რომელიც მიწისქვეშა ეროტიკული ფოტოსესიის ინიციატორი იყო, სამართალდამცველ ორგანოებს ემალება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ახსნა-განმარტებისთვის პოლიციაში გამოიძახეს. სწორედ ამის შემდეგ ანდრეი მიიმალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები