“მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ გათახსირებული ბილ გეითსი დასასჯელია კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო”

მუსიკოსი დავით ხოსიტაშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, სადაც ე.წ. ფეიკნიუსებზე არის საუბარი:

“წეღან ერთ-ერთმა ჩემმა “ფეისბუქფრენდმა” გააზიარა სტატია ბილ გეითსზე, სადაც წერია, რომ იტალიის პარლამენტმა მოითხოვა ბილ გეითსის დაპატიმრება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო.

ცხადია, რუსული საიტი იყო და უბრალოდ დავინტერესდი, რომელი წყაროდან ჰქონდათ მოპოვებული ეს ინფორმაცია. აღნიშნული სტატიის ბოლოში იყო ღილაკი  – “წყარო”. დავაჭირე და გადამამისამართა საიტზე “კაწიუშა” :)) ამ საიტზეც აღმოჩნდა ღილაკი “წყარო”, ისევ დავაჭირე და ახლა გაიხსნა რაღაც სხვა საიტი… იმასაც დავაჭირე და გადამიყვანა რაღაც საინფორმაციო საიტზე, სადაც ამ ინფორმაციის შესახებ არაფერი ეწერა. არ გამკვირვებია, მაგრამ მაინც “დავგუგლე” და მივაგენი ინფორმაციას (ცხადია, უკვე უცხოურ, ინგლისურენოვან საიტს), სადაც ეწერა, რომ ვინმე სარა კუნიალმა იტალიის პარლამენტში უწოდა ბილ გეითსს “ვაქცინის კრიმინალი”.

ანუ აღმოჩნდა, რომ მართლაც ვიღაცას უთქვამს მსგავსი რამ, მაგრამ შემდეგ ამ სტატიაში ეწერა, რომ პარლამენტარის ეს გამოსვლა ეფუძნებოდა რაღაც აბსტრაქტულ, კონსპირაციის თეორიათა მოყვარულ ვიდეოს, სადაც ბილი საუბრობს, ვითომდა, სურს მოსახლეობის 10-15% ით შემცირება და გლობალური გენოციდი. მისი სიტყვები ამოგლეჯილი იყო კონტექსტიდან, რომელიც ხელზე დაიხვია “პატივცემულმა” პარლამენტარმა და, რაც  უნდა გასაკვირი იყოს, რუსულმა საიტებმა აიტაცეს და სრულიად სხვაგვარად შეფუთეს ყველაფერი. გაუშვეს ეს ყველაფერი ვირუსული საიტების საინფორმაციო ნიაღვარს და შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მიაჩნია,  ეს გათახსირებული ბილ გეითსი, რომელმაც 300 მილიონზე მეტი ჩადო პანდემიასთან ბრძოლაში, სასწრაფოდ დასასჯელია კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო. ვის აწყობს მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, თქვენთვის მომინდვია…”, – წერს მუსიკოსი დავით ხოსიტაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები