“მოსახლეობა უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს აუცილებელია” – ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობა ძლიერია და, შედეგად, მოსახლეობის დაახლოებით 60% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვის.
“ანტივაქსერული მოძრაობა ძლიერია, ნაწილი ვაქცინაზე უარს იტყვის, მედიის როლი აქ დიდია, მოსახლეობა უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს აუცილებელია. დღევანდელი სოციოლოგიური გამოკითხვებით, სადღაც, 40-დან 60 პროცენტამდე მომხრეა, რომ აიცრას, არ არის ცუდი მაჩვენებელი იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებში ეს სხვადასხვაა. თუმცა, ჯობს, რომ დამყოლობა იყოს 70-80 პროცენტი.
გეგმით გვაქვს, რომ 1 700 000 ადამიანი ავცრათ ორჯერადათ, ანუ 3 900 000 დოზა ვაქცინის, მილიონი აცრის სიმძლავრეები ქვეყანაში არის, შესაბამისად, მასობრივი კამპანიის დროს უკვე გათვლილია – სად როგორ უნდა გაიზარდოს ეს სიმძლავრეები და როგორ უნდა მოხდეს ადამიანების დამატებითი გადამზადება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ გადაცემაში “პოლიტ-ქალაქი”.