ალერგოლოგ–იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა ნებაყოფლობითი იქნება და ხალხს მისი არ უნდა ეშინოდეს:
„თუ რამე ბიოლოგიური წინაღობა არ შეიქმნა, ვაქცინა შეიქმნება და ის აუცილებლად ნებაყოფლობითი იქნება.
თუ მეც დავრწმუნდები იმაში, რომ ვაქცინა უსაფრთხო იქნება (დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება), მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ადამიანურ, მარტივ ენაზე ყველას ავუხსნა, მე მივცე მაგალითი, რომ ის უსაფრთხო და კარგია. თუ რაიმეში ეჭვი შემეპარება, ამას ვიტყვით.
მოსახლეობას ვაქცინის არ უნდა ეშინოდეს. აცრა იქნება ნებაყოფლობითი და ვისაც სურვილი ექნება ხარისხიან, კარგ ვაქცინას გაიკეთებს“, – განაცხადა მან „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.