მოსალოდნელია ძლიერი ქარი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.

 კვირის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +15-20 გრადუსი იქნება.

მთიან რაიონებში დაახლოებით +12+17 გრადუსი, მაღალმთაში +10+15. ამავდროულად, დასავლეთ საქართველოს  ზოგიერთ რაიონში ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება და შენარჩუნდება კვირის ჩათვლით აღმოსავლეთის ძლიერი  ქარი დრო გამოშვებით.

აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კვირის ჩათვლით ღამით +6, ხოლო დღისით +2+7 გრადუსი იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები