მორიელის ფენომენის ზუსტი განსაზღვრება დღემდე არ არსებობს. რაც მეტად იკვლევენ მის გენიოლოგიას, მით უფრო მიდის სიღრმეში. ამის ერთ – ერთი განმსაზღვრელი არის მისი შხამის ფასი და მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მთავარია შხამს როგორინტერპრეტირებას გაუკეთებ, – წამლის თუ საწამლავის….
ერთი სიტყვით თუ დავახასიათებთ, მაშინ ვიტყოდი მაქსიმალისტიათქო და ამით ყველაფერი იქნებოდა ნათქვამი.მაგრამ მოდით ამ სიტყვის დეფინიციასაც ჩავყვეთ მორიელურად….
მაშ ასე, მაქსიმალისტი… რასაც ჰკიდებს ხელს აკეთებს მთელი გულით და შედეგიც მაქსიმალურია, ან საერთოდ არ ეკერაბა არაფერს….
ეჭვიანი – დიახ, საშინლად ეჭვიანი, თუმცა ეს არ არის ციდან მოსული ეჭვი, უსაფუძვლო. ეს უფრო მოვლენების სწორად გამოცნობის უნარია. რაც გონებაში გაუელვებს ის ყოველთვის ზუსტი სცენარით ახდება ხოლმე.
“უნორმო” – ასე მე დავარქვი მორიელს. არაფერს წონის მეგობრობაში… სიკეთით სავსეა. ბოლომდე მიყვება მეგობარს, როგორ შედეგზეც არ უნდა გავიდეს, ხელს არასოდეს გაუშვებს.
სიყვარულში – მას არ უყვარდება მარტივად. ძალიან მებრძოლი და ძლიერი ხასიათის გამო, იშვიათად შეიძლება მოხიბლოს ვინმემ, მაგრამ თუ ეს მაინცდამაინც სამყარომ ინება მორიელზე უფრო საინტერესო, უფრო სიღრმისეული, რომანტიკული, ალბათ იშვიათად არის ვინმე.
ერთგულებაზე მოკლედ ვიტყვი… შეუძლია მსხვერპლად შეწირვა ერთგულებისთვის.
რაც შეეხება მის უარყოფით თვისებებს… ის, რაც მასში დადებითია, თუ იმ ურთიერთობაში, საქმეში თუ კონკრეტულ მოქმედებაში ვერ დაინახა ის, რის გამოც ეს საქმე უნდოდა, ის ხდება აბსოლუტური შეურაცხადი. ანუ, ის დადებითი მინუს შკალაზე ზუსტად იმ ტრაექტორიაზე დგება, როგორიც ის დადებით ფაზაში იყო. ვერ იტანს უსამართლობას. თუ, რაღაც მოითმინა თავისი მაღალი ინტელექტის გამო, საუკუნის მერე, მაინც არ შეგარჩენს. ვერ ივიწყებს წყენას, ღალატს, ტყუილს, თუმცა პატიება შეუძლია… საოცარი ნებისყოფის უნარი აქვს, კლდესავით გაუტეხელი, მაგრამ მან თუ წასვლა გადაწყვიტა დგება და მიდის, უხმოდ და უცერემონიოდ, მიდის და აღარასოდეს ბრუნდება.
შურისძიებას რაც შეეხება, ის უსწორდება მხოლოდ თავისზე ძლიერებს. სუსტებს პირიქით, იცავს და ეხმარება.
შურიანი არ არის, არც მიუცია სამყაროს ამის საბაბი. რა უნდა შეშურდეს სხვისი?…
სარკაზმული იუმორი – კი, ოღონდ შხამის იმ დოზას იყენებს, როგორ დამოკიდებულებაშიც არის იუმორის ობიექტთთან. ანუ, ან წამლავს, ან წამლობს…..
ინტელექტს პირველ რიგში ეძებს ადამიანში. ამის გარეშე მისთვის პარტნიორი უინტერესოა.
სექსი – ევა ალბათ მორიელი იყო….
ასაკი – მას შეუძლია იყოს ბავშვიც და შემდგარი ქალიც ერთდროულად. წლების მატებასთან ერთად გაცილებით საინტერესო ხდება მისი შინაგანი ბუნება.
დამარცხებული მორიელი თითქმის არ არსებობს.. მას შეუძლიან საკუთარი მარცხი შემოაბრუნოს და გამარჯვების ახალ სტრატეგიად აქციოს დამარცხების ძველი მანევრი… მას შეუძლია მოკვდეს და აღსდგეს უფრო დიადი სახით. ასე რომ მორიელს ყოველი გარდააცვალება ახალ გმირად ბადებს და ის წორედ ამიტომაა დაუმარაცხებელი.
ასე რომ იმეგობრეთ მორიელთან და მიიღეთ მისგან აუწონავი სიყვარული და მეგობრობა. შეუფასებელია მისი თანადგომა, თანამოზიარეობა და მისი ამაგი. მაგრამ თუ მის მოტყუებას გადაწყვეტთ, მაშინ შეეგუეთ იმ აზრს, რომ მალე ხერხემალი აღარ გექნებათ….
დაპირებული სტატია ჩემგან…. მორიელი მე ნათია ხადური…. დანარჩენი მკითხეთ…
წყარო: https://www.facebook.com