“მედავითნე, რომელიც გაშიშვლდა”, ეშხიანი გარეგნობა, ოჯახური სკანდალი და თამამი, გულახდილი ჩაცმულობა თამო ვარშალომიძის წარმატების საიდულმოა. გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ლამაზმანი დღეს ერთ-ერთ ლამაზ და სექსუალურ ქალბატონად ითვლება საქართველოში. ცხოვრების მძიმე წუთებს სწორედ ეკლესიისა და რწმენის მეშვეობით სძლია. ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა, თვითმკვლელობა სცადა. დედასთან ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს. გოგონა მხუც ბებიაზე ზრუნავს და სწორედ, ის ქალბატონია მისი ოჯახი. ახალ-ახალი სკანდალებით ხშირად გვანებივრებს, თბილისი მოდის კვირეულზე უკანლი მოიშიშვლა, ერთ-ერთ ინტერვიუში კი აღნიშნა რომ ინტიმური ურთიერთობის სანაცვლოდ საკმაოდ ცნობილმა პიროვნებამ თანხა შესთავაზე, რაზეც ამაყი უარი განუცხადა. გოგონა ამჟამად უკრაინაში იმყოფება. ის ჟურნალ “ფლეიბოისთვის” გაშიშვლებას გეგმავს. იმისთვის, რომ კარგ ფორმაში ყოფილიყო ბოლო ერთი თვე სერიოზულად ვარჯიშობდა და დიეტასაც იცავდა. ამტკიცებს, რომ უკრაინაში ძალიან თბილად დახვდნენ, ბევრი კომპლიმენტიც მიიღო და თავსაც შესანიშნავად გრძნობს.
სოციალური ქსელი სკანდალურმა ვიდეომ დაიპყრო, რომელშიც იუნა შაფათავა სექსმარკეტის სახელით თამო ვარშალომიძეს, როგორც ყველაზე სექსუალურ ქართველ ქალს, საჩუქრებს გადასცემს. საჩუქარი კი ვიბრატორი და მათრახი გახლავთ. თამო ვარშალომიძემ დაბნეულმა მიიღო საჩუქრები და დიდი მადლობაც გადაუხადა. ვიდეომ მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა. საზოგადოების აზრი, როგორც ყოველთვის, არაერთგვაროვანია. ზოგიერთები ამ ყველაფერზე კარგად ხალისობენ, ზოგი შეურაცხყოფად თვლის, ზოგიც რელიგიისა და ტრადიციების დიდ უპატივცემულობად.
წყარო: http://intermedia.ge
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=C0bKY2ODV2w[/youtube]