სოციალურ ქსელში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის სიმღერა გავრცელდა, რომელიც დედამისმა, მანანა იმედაძემ გამოაქვეყნა.
„რა სიმშვიდეა, ქალბატონო!“… 24-საათიანი გიჟური მორიგეობიდან შინ მიმავალი ჩვენი ექიმები ასე ინარჩუნებენ „სიმშვიდეს”! გამძლეობა და შენი საქმის ასეთი თავგადადებული სიყვარული ნუ მოგიშალოს ღმერთმა, დე!!!” – წერს მუსიკოსი, მანანა იმედაძე, რომელმაც თავისი ექიმი შვილის ნამღერი სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა.