ეს ულამაზესი ქალბატონი არასოდეს ყოფილა მარტო. მის ცხოვრებაში ერთი რომანი, მეორეს ცვლიდა, სანამ ცოლად არ გაჰყვა ბრწყინვალე მსახიობს ვინსენ კასელს. 14 წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
– 2013 წელს თქვენ ვინსენ კასელს დაშორდით, 14 წლის განმავლობაში იყავით ერთად. მანამდეც არასოდეს ყოფილხართ მარტო…
– მართალი ბრძანდებით. ახალი გამოცდილება მივიღე. ნამდვილად, ვინსენთან განშორებამდე არასოდეს ვყოფილვარ მარტო. ქორწინებამ 14 წელს გასტანა, თუმცა მანამდე, 4 წელიც ერთად ვიყავით.
ერთმანეთს დავშორდით არა იმიტომ რომ სხვა მამაკაცს შევხვდი, არამედ იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობები დასასრულს მიუახლოვდა. ასეც ხდება, სამწუხაროდ, – განუცხადა ჟურნალისტს მონიკა ბელუჩიმ.
წყარო: http://news.ge/ge/