მონბლანის ახალი პანორამა ყველაზე დიდი ფოტოსურათი გახდა მსოფლიოში

მონბლანი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მწვერვალია, რომელის ახალი პანორამაც ენთუზიასტთა ჯგუფმა და მოყვარულმა ფოტოგრაფებმა გადაიღეს. ფოტოსურათი იმდენად დეტალურია, რომ საშუალებას გვაძლევს, გამოვყოთ იმ ალპინისტთა სახეები, რომლებიც რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან. ეს გმირობა ფოტოგრაფთა ჯგუფმა იტალიელი ფოტოგრაფის ფილიპო ბლენგინის ხელმძღვანელობით ჩაიდინა. ისინი 35 საათის განმავლობაში, ზღვის დონიდან 3500 მეტრზე, 10- გრადუსიან სიცხეში მუშაობდნენ.
ფოტოსურათი შესრულებულია „ქენონ 70DSLR“-ის – 40 სმ-ის ობიექტივით. მასზე დამონტაჟებული იყო კლაუსის შტატივი, რომელსაც ავტომატურად შეუძლია როტაცია. აპარატურით უზრუნველყოფა კი იმ კომპანიამ მოახდინა, რომელმაც დააფინანსა პროექტი. პანორამის მონტაჟს 2 თვე დასჭირდა და ცნობილია, რომ ახალმა ფოტოსურათმა მოცულობით მისი წინამორბედი პანორამის რეკორდი მოხსნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები