“მომხმარებელი არაა, რეალიზატორი არაა, უბრალოდ, განსაცდელშია” – რა რეაქცია მოჰყვა ლევან ჯიბღაშვილის საეთერო კომენტარს დაკავებაზე
ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული ბიზნესმენი და მსახიობი, ლევან ჯიბღაშვილი საზოგადოების განხილვის საგნად კიდევ ერთხელ იქცა.
ჯიბღაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს უპასუხა, რასაც სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა, სასამართლომ კი ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რომელიც 10 ათას ლარს შეადგენდა.
“კვირა +” გთავაზობთ კომენტარებს, რომლებიც ჯიბღაშვილის გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობას მოჰყვა:
“ორსული მეუღლე !!! ღვარძლი შური!!! იმიტომ გახდა პრობლემა, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს არ აქვთ ასეთი ფუფუნება”;
“აბა, სად მიჰქონდა? თუ არ მოიხმარს, სხვებს ღუპავს?”;
“მომხმარებელი თუ არ ხარ, მაშინ, რად გინდა ფაქტი?
შენ ახლა ისეთს წამოგაცდენინებენ ჟურნალისტები, რომ, მგონი, გასაღებას გაიჩალიჩებ”,
“ვახ, როგორ აკლიაა, არადა, მე სერიოზული ბიჭი მეგონა, ეს ჰოროსკოპით ***აა? ხოო, ვის აშტერებს ეს ბარიგა, მომხმარებელი არ ვარო, რეალიზატორიც არ ვარო. საქმე განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე აღიძრა და რაში დასჭირდა, აგროვებს? იდიოტი ესა, ბოდიალობს აქ რაღაც სისულელეს”;
“მომხმარებელი არაა, რეალიზატორი არაა, უბრალოდ, განსაცდელშია”;
“მომხმარებელი არ ხარ, არც რეალიზატორი, აბა, ასეირნებდი?”;
“”ნა ვსიაკი სლუჩი” იყიდა—ოჯახი ხრამია!!!!”,
“აბა, რა ვარო?? იმდენი ხომ არ მოწია, რომ ვეღარ იგებს, რა არის და ვინ არის?! აფერისტი ბარიგა”;
“ნუ გავასერიოზულებთ, მეგობრებო, მხოლოდ ლოცვები გავაძლიეროთ”;
“ექსკურსიაზე ჰყავდა.”მოიარე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში”;
“შეიძინა, რომ გაენადგურებინა და არ მოწამლულიყვნენ ახალგაზრდები”;
“ნწუ!
შერცხვებოდა.
განსაცდელს მარტო შეერკინა კაცი”;
“არა, ქუჩაში ნახა, ქვა ედო ზედ. აიღო და წამოიღო, აბა, იქ ხომ არ დატოვებდა. რა უცნაურ კითხვებს სვამ, ინგა. ისედაც განსაცდელშია კაცი”;
“კოლექციონერია უეჭველი”;
“ნაფტალინში ჩადოს, ჩრჩილი ექნება მაგრად”,;
“ამას მალე “ოსკარზე” წარადგენენ”;
” ტუტუცი, რას ინახავდი, სიმინდის ფქვილი იყო და მჭადის გამოცხობას აპირებდი? ამ ცინიკოსს გარეთ რა უნდა”.