მომხმარებელი ამბობს, რომ პურში თაგვი აღმოაჩინა

მოქალაქე ამტკიცებს, რომ პურში თაგვი აღმოაჩინა. მისი თქმით, პური ნუცუბიძის პლატოზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზიაში შეიძინა. კითხვაზე, თუ რატომ ვარაუდობს, რომ პურში თაგვი იყო. ის ამბობს, რომ ეს აუტანელი სუნიდან გამომდინარე დაასკვნა.
კომპანიაში ამ ეტაპზე განმარტებას არ აკეთებენ. როგორც დაზარალებულმა აღნიშნა, კომპანიას თავადაც დაუკავშირდა, თუმცა საპასუხოდ მათ პურის უკან დაბრუნება ურჩიეს. პურის ეტიკეტის მიხედვით, პროდუქტი კომპანია „მხნეობას“ ეკუთვნის.

წყარო:https://imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები