“მომწონს დაბერება, ეს თითქოს გამარჯვებაა…მე მოსაწყენი და ცოტა უფრო შეშლილი ვარ, ვიდრე სხვებს ჰგონიათ” – ანჯელინა ჯოლი

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, 45 წლის ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი, ბრედ პიტ­თან მტკივ­ნე­უ­ლი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვედ­რას და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარს, თუმ­ცა ზოგ­ჯერ უშ­ვებს გა­მო­ნაკ­ლი­სებ­საც. ექ­ვსი შვი­ლის დე­დამ ინ­ტერ­ვიუ ბრი­ტა­ნულ Vogue-ს მის­ცა და გა­მო­ცე­მის ახა­ლი ნომ­რის გა­რე­კან­ზეც სწო­რედ ან­ჯე­ლი­ნას ფო­ტოა და­ტა­ნი­ლი.

Vogue-ს გა­დამ­ღებ ჯგუფს მსა­ხი­ობ­მა ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში უმას­პინ­ძლა. მან პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ზე, გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, სა­კუ­თარ თავ­ზე, რო­გორც დე­და­ზე ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

  • მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ოჯა­ხი

“ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის იმე­დი მაქვს. შე­საძ­ლოა იმი­ტომ, რომ 6 ბავ­შვთან ერ­თად ვცხოვ­რობ, რო­მელ­თა ასა­კიც 12-დან 19 წლამ­დეა, ვხე­დავ რამ­ხე­ლა ზე­წო­ლაა მათ­ზე. ისი­ნი გა­დატ­ვირ­თულ­ნი არი­ან უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ით. მაგ­რამ, როცა ვუ­ყუ­რებ, რომ მე­დოქ­სი ონ­ლა­ინ ესა­უბ­რე­ბა ვი­ღა­ცას რუ­სუ­ლად, ან სა­უბ­რობს კო­რე­ა­ში მცხოვ­რებ მე­გო­ბარ­თან, შა­ი­ლო ესა­უბ­რე­ბა ნა­მი­ბი­ელ მე­გობ­რებს, ვხვდე­ბი, რომ ეს არის გზა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის და­უ­კავ­შირ­დნენ ერ­თმა­ნეთს, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით გა­იც­ნონ ადა­მი­ა­ნე­ბი“

  • პან­დე­მია

“გა­სულ წელს ზა­ჰა­რამ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით იმით, რომ ის კარ­გად იყო. როცა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან შინ დავ­ბრუნ­დით, “ლო­ქ­და­უ­ნი“ და­ი­წყო. პაქ­სი უფ­როსკლა­სე­ლი გახ­და, მაგ­რამ პან­დე­მი­ის გამო ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გრძნობს, რას ნიშ­ნავს იყო უფ­როსკლა­სე­ლი, ზა­ჰა­რამ აიღო მარ­თვის მოწ­მო­ბა, მაგ­რამ ტეს­ტი­რე­ბის დროს სრულ ეკი­პი­რე­ბა­ში, პირ­ბა­დე­ში იყო. ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ხდე­ბა, რო­გორც წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა.ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფერ­მა უფრო ადა­მი­ა­ნუ­რე­ბი გაგ­ვხა­და, არის რა­ღაც ლა­მა­ზი ამ ყვე­ლა­ფერ­ში.“

  • სახ­ლი ბრედ­თან ახ­ლოს

“მსურ­და ბავ­შვე­ბი მა­მას­თან ახ­ლოს ყო­ფი­ლიყ­ვნენ. მისი სახ­ლი ხუთი წუ­თის სა­ვალ­ზეა. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი ბი­ლი­კი, ად­გი­ლი სე­ირ­ნო­ბი­სა და ფიქ­რის­თვის.

მინ­დო­და, ბევ­რი შვი­ლი მყო­ლო­და და დედა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა დე­დო­ბა არ წარ­მო­მედ­გი­ნა ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­გე­ბით. ვგრძნობ, რომ არ მაქვს უნა­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი დე­დის მსგავ­სად სახ­ლში ვიყო. ბავ­შვე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან, სუ­ლაც არ ვარ ამა­ში (გუ­ლის­ხმობს დე­დო­ბას) კარ­გი.”

  • ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის სცე­ნა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა

“არ ვიცი ვარ თუ არა ახლა ბედ­ნი­ე­რე­ბის ეტაპ­ზე. გა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე წელი რთუ­ლი იყო. კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ჩემი ოჯა­ხის გან­კურ­ნე­ბა­ზე. ახლა თით­ქოს ყი­ნუ­ლი დნე­ბა და სის­ხლი უბ­რუნ­დე­ბა ჩემს სხე­ულს. მომ­წონს სი­ბე­რე. თავს 40 წლის ასაკ­ში უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ, ვიდ­რე მა­შინ, როცა უფრო ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი. არ ვიცი, შე­საძ­ლოა ასე იმი­ტომ ვფიქ­რობ, რომ დე­დას დიდ­ხანს არ უცო­ცხლია – ჩემ­თვის ასაკ­ში არის რა­ღაც, რაც მაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ ასა­კის მა­ტე­ბა არა სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი, არა­მედ გა­მარ­ჯვე­ბაა. ასე რომ, მომ­წონს. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი 50-ს.”

  • შვი­ლე­ბი

“ერთხელ ბა­ტუტ­ზე ვი­ყა­ვით და შვი­ლებ­მა მი­თხრეს, “დედა, ეს არ გა­ა­კე­თო, თავს და­ი­ზი­ა­ნებ“. და ვი­ფიქ­რე, ღმერ­თო, ეს სა­სა­ცი­ლო არ არის?! იყო დრო, როცა აქ­ტი­უ­რი ვარ­სკვლა­ვი ვი­ყა­ვი, ახლა კი შვი­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ბა­ტუ­ტი­დან ჩა­მო­ვი­დე იმი­ტომ, რომ რამე არ და­ვუ­შა­ვო თავს. მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გრძნობ­დნენ სიყ­ვა­რულს, უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ჩემი შვი­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან არი­ან. ჩვენ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ იმით, რომ გვაქვს სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რი­სა და რა­სის ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შემ­დგა­რი ოჯა­ხი. ჩვენ ყვე­ლა­ნი ვსწავ­ლობთ ერ­თმა­ნე­თის­გან.

ახლა უფრო მეტს ვფიქ­რობ ბავ­შვებ­ზე, რომ­ლე­ბიც იშ­ვი­ლეს და მშობ­ლებ­ზე, რომ­ლებ­მაც ბავ­შვე­ბი იშ­ვი­ლეს. ბავ­შვებ­მა თქვენ უნდა აგირ­ჩი­ონ. ოჯა­ხი არ არის მხო­ლოდ მშობ­ლე­ბის, ის შვი­ლე­ბის ოჯა­ხი­ცაა – ეს ჩვე­ნი ოჯა­ხია.

მე და დედა სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და ყო­ველ­თვის მსურ­და ბევ­რი შვი­ლი მყო­ლო­და. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი როცა ბავ­შვე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ და ახლა კი მიყ­ვარს ღა­მით მათ­თან ერ­თად ჯდო­მა და სა­უ­ბა­რი. მე მიყ­ვარს მათ­თან ერ­თად ყოფ­ნა. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ ცოტა სა­სა­ცი­ლო ვარ. ყვე­ლა მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად აღ­მიქ­ვამს. ყვე­ლამ გა­ანცნო­ბი­ე­რა, რომ ჩემ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია, მე უბ­რა­ლოდ მათ­ზე უფ­რო­სი ვარ და მე დედა ვარ.”

  • უფრო მო­სა­წყე­ნი და უფრო შეშ­ლი­ლი

“ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი რა იქ­ნე­ბო­და ჩემი პა­სუ­ხი თუ მკი­თხვად­ნენ, რა არის შენ­ში ისე­თი, რაც ხალ­ხმა არ იცის და რაც ყვე­ლას გა­აკ­ვირ­ვებს – პა­სუ­ხი არას­დროს მო­მიმ­ზა­დე­ბია. ვფიქ­რობ მე ცოტა უფრო მო­სა­წყე­ნი ვარ, ვიდ­რე ხალ­ხი ფიქ­რობს და ცოტა უფრო შეშ­ლი­ლი, ვიდ­რე სხვებს ჰგო­ნი­ათ.”

.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები