თვითმფრინავს, რომლითაც მომღერალი ფინქი მუსიკალური ტურნეს განმავლობაში გადაადგილდებოდა, დანიის აეროპორტში საგანგებო დაშვების დროს ცეცხლი გაუჩნდა. კერძო თვითმფრინავი ნორვეგიიდან გამოფრინდა, სადაც ფინქმა რამდენიმე დღით ადრე, ტურნეს ფარგლებში, კონცერტი გამართა.
საგანგებო სიტუაციების სამსახური ადგილზე მაშინვე მივიდა და ცეცხლის ლოკალიზება შეძლო. ბორტზე მომღერლის ტურნეს ჯგუფი იმყოფებოდა და, როგორც უცხოური მედია წერს, არცერთი მათგანი დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფინქი თვითმფრინავში არ იმყოფებოდა.