ტრაგედია თბილისში – ვაჟა ფშაველას გამზირზე ბრმა ტყვიამ მერვე სართულზე, საკუთარ სახლში ქალი იმსხვერპლა. როგორც ცნობილია, მას ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი მომღერლის თიკა მახალდიანის დედაა, რომელიც კორონავირუსის გამო მიღებული ზომების გათვალისწინებით, სახლიდან არც კი გადიოდა.
„წარმოუდგენელი ტრაგედიაა. აღდგომის დღეს ამას ვერვაინ წარმოვიდგენდუთ. კარანტინის გამო სახლიდან არ გასულა. მერვე სართულზე ცხოვრობს. ტელევიზორს უყურებდა, როცა უცებ ფანჯარა ჩაიმსხვრა და ტყვია პირდაპირ თავში მოხვდა. სასიკვდილო ჭრილობა აღმოჩნდა. ყველანი შოკში ვართ. თიკა ძალიან ცუდადაა. ვინ ისროლა არ ვიცით.
მერვე სართულზე ადამიანს გარედან შემოვარდნილი ტყვია თუ მოხვდებოდა, ვინ წარმოიდგენდა. პოლიცია, კრიმინალისტები ყველანი ადგილზე გაჩნდნენ და გაირკვევა, რა მოხდა და ვის ეკუთვნის იარაღი. ეს შესანიშნავი ადამიანი ვისმა ტყვიამ იმსხვერპლა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ოჯახის ახლობელი.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს