რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი კანონიერი ქურდი გახდება, ასეთია რუსული ფილმის სიუჟეტი, რომლის გადაღებაც უახლოეს მომავალში ბელორუსიაში დაიწყება. პავლიაშვილი ამჟამად მინსკში იმყოფება. “როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა განვასახიერო ფილმში ? რა თქმა უნდა ქართველი კანონიერი ქურდი”,- ამბობს პავლიაშვილი მის მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.