მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად დაინიშნა

მომ­ღე­რა­ლი და­ვით გო­მარ­თე­ლი იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში კულ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით გო­მარ­თე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ის უწყე­ბა­ში 2005 წელს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის დროს წამ­ყვან პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და.

“მისი პორ­ტფე­ლი მო­ი­ცავს კულ­ტუ­რის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბას, კერ­ძოდ, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას იტა­ლი­ა­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ და­ვით გო­მარ­თელს გა­აჩ­ნია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა იგი წამ­ყვან პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და უწყე­ბა­ში 2005 წელს, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის დროს და ზო­გა­დად დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, რო­დე­საც კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ებს დიპ­ლო­მა­ტია იყე­ნებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში პო­ზი­ტი­უ­რი იმი­ჯის გან­მტკი­ცე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბა­ტონ და­ვითს ამ მხრივ ჰქონ­და საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა,მისი იტა­ლი­უ­რი კულ­ტუ­რი­სა და იტა­ლი­უ­რი ენის ცოდ­ნა იძ­ლე­ო­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ის შე­ირ­ჩა ამ კან­დი­და­ტუ­რა­ზე,“ – აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

კომენტარები

სხვა სიახლეები