აშშ-ის სამხრეთ კაროლინას მკვიდრმა 8 ორსულმა ქალმა უჩვეულო ფოტოსესიის მოწყობა გადაწყვიტა. მათ ერთად ფოტოსურათი გადაიღეს. ამ ქალებს ის აერთიანებს, რომ იმ პერიოდში დაორსულდნენ, როდესაც ამერიკის შტატს 2016 წლის ოქტომბერში შტორმი „მეთიუ“ თავს დაატყდა.
ასე აღნიშნეს ორსულმა ქალებმა ის ფაქტი, რომ შტორმის დროს გადარჩნენ და თანაც დედები გახდებიან.
შტორმ „მეთიუს“ შედეგად გასული წლის ბოლოს აშშ-ში და სხვა ქვეყნებში საერთო ჯამში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები